C4 Extreme

₾85.00
ბრენდი:Cellucor
პროდუქტის კოდი: C4 Extreme
მარაგი მარაგში არის

მიმოხილვა

С4 Extreme – უძლიერესი ვარჯიშამდე მისაღები კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შრომისუნარიანობის, ძალისა და გამძლეობის მაქსიმალურად გაზრდას. С4 Extreme-ის შემადგენლობა შეიცავს უძლიერეს კომპონენტებსა და ინგრედიენტებს, რომლებიც ეფექტურად ზრდიან ...

С4 Extreme – უძლიერესი ვარჯიშამდე მისაღები კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შრომისუნარიანობის, ძალისა და გამძლეობის მაქსიმალურად გაზრდას. С4 Extreme-ის შემადგენლობა შეიცავს უძლიერეს კომპონენტებსა და ინგრედიენტებს, რომლებიც ეფექტურად ზრდიან ენერგიის დონეს და ძალოვან მაჩვენებლებს. მისი თვითოეული პორცია შეიცავს 1,5 გრამ ბეტა-ალანინს, 1 გრამ კრეატინის ნიტრატს, 1 გრამ არგინინს, აგრეთვე 0,6 გრამ უნიკალურ ენერგეტიკულ ნაერთს.

С4 Extreme - ის ძირითადი კომპონენტები:

  • კრეატინის ნიტრატი (Creatine Nitrate) - პროდუქტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ატფ-ის სინთეზის გაძლიერებას და ანაბოლიზმის პროცესის გაუმჯობესებას. გარდა ამისა კრეატინ ნიტრატი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და უზრუნველყოფს კუნთის ქსოვილებში საკვები ნივთიერებების უკეთესად მიწოდებას.
  • ბეტა-ალანინი - წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს, აუმჯობესებს გამძლეობას და შრომისუნარიანობას, მონაწილეობს შაქრის და სხვა ორგანული მჟავების მეტაბოლიზმში. 
  • არგინინი AKG - აღნიშნული პრეპარატი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონისა და ინსულინის გამომუშავებას, ის ასევე აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი მარაგების შემცირებას. არგინინი აუცილებელია პროტეინის სინთეზისათვის,
  • კოფეინი – ნერვული სისტემის მუშაობის და ენერგიის გამომუშავების ძლიერი სტიმულატორი. მისი დამსახურებით თქვენ ვერ იგრძნობთ დაღლას, მაღლდება ფოკუსირება და კონცენტრაცია. 
  • ვიტამინი B12 - ხელს უწყობს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გაუმჯობესებას და გაძლიერებას.

 

C4 Extreme Cellucor - ის უპირატესობა:

  • არ გააჩნია უკუჩვენებები;
  • არ აკავებს ორგანიზმში სითხეს;
  •  25-ჯერ ეფექტურია ჩვეულებრივ კრეატინ მონოჰიდრატთან შედარებით.

 

მიღების წესი: შეჩვევისთვის თავდაპირველად რეკომენდირებულია მიიღოთ 1 პორცია (ქილაში მოთავსებილი 1 კოვზი=5,9 გრ.) 30 წუთით ადრე ვარჯიშამდე. დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ 2 პორციამდე (2 კოვზი). თვითოეული პორცია გახსენით 250 მლ. წყალში (2 პორცია - 500 მლ. წყალში). ვარჯიშის დროს და დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1 კოვზი (5,9 გრამი)

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30

დაწერეთ შეფასება

Note: HTML is not translated!

Rating Bad           Good