მთავარისასურველიკაბინეტიკალათაშიგაფორმებაკონტაქტები

N.O.-Xplode Re-Engineered

text_reviews
მწარმოებელი: BSN
მოდელი: Re-Engineered
საწყობში: არის

მოცულობა: 555.00გრ.
ფასი: 90.00 GEL
კალათაში_ჩასმა
სასურველში
შეადარეთ

2004 წელს კომპანია BSN-მა, რომელმაც გამოუშვა პირველი N.O.-Xplode, მთლიანად შეცვალა სპორტული კვების ბაზარი და ამაზე არ შეჩერებულა და გამოუშვა NO-Xplode  - ის ახალი, მოდერნიზირებული ვერსია - N.O.-Xplode Re-Engineered

BSN-ის სპეციალისტებმა კარგად შეისწავლეს სპორცმენთა მოთხოვნილებები და წარმოადგინეს უახლესი ფორმულა, რომელიც გადაგიყვანთ შესაძლებლობების სხვა ეტაპზე, მოგცემთ უფრო მეტ ენერგიას,  მეტ გამძლეობას და მაქსიმალურად გაზრდის თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებსა და შრომისუნარიანობას, რომელსაც განაპირობებს პროდუქტის ახალი შემადგენლობა - Master Performance. 75%-ზე მეტმა მომხმარებელმა, რომელიც მონაწილეობდა ახალი N.O.-Xplode - ის შემუშავების პროცესში, აღნიშნეს რომ ეს კომბინაცია უზრუნველყოფს ენერგიის უფრო მაღალ დონეს, გამძლეობასა და „ფამფინგს“.

გარდა ამისა, N.O.-Xplode Re-Engineered გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი და ხსნადობით. გაუმჯობესებული კონცენტრირებული ფორმულისა და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინგრედიენტების წყალობით N.O.-Xplode Re-Engineered თვენს ვარჯიშს ბევრად უფრო შედეგიანს გახდის ვიდრე ოდესმე.

 

N.O.-Xplode Re-Engineered -ის უპირატესობა:

  • მოგცემთ უძლიერეს ენერგიას, რათა მაქსიმალურად ეფექტური გახადოთ ვარჯიშის თვითოეული მომენტი;
  • მაქსიმალურად აგიმაღლებთ კონცენტრაციას;
  • Thermic Energy-ს შენაერთი უზრუნველყოფს ვარჯიშის ამაღლებულ ინტენსივობას დაწყებიდან ვარჯიშის დამთავრებამდე;
  • Endura Shot-ის შენაერთი ბეტა-ალანინთან ერთად მოგცემთ შეუდარებელ გამძლეობას;
  • Myogenic Matrix, რომელიც შეიცავს კრეატინის უახლეს შემადგენლობას, ხელს უწყობს კუნთის მასის, ძალის და ვარჯიშის ნაყოფიერების გაზრდას;
  • გააჩნია არაჩვეულებრივი გემო.

 

მიღების წესი:  ჩაყარეთ 1 კოვზი (1 კოვზი=18,5 გ.) ფხვნილი 150 მლ. ცივ წყალში და მოურიეთ (არ შეანჯღრიოთ). მიიღეთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე.  არ მიიღოთ 2 კოვზზე მეტი ერთად და დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: N.O.-Xplode ძლიერი ენერგეტიკია. 1 პორცია შეიცავს დაახლოებით 200 მგ. კოფეინს. არ მიიღოთ კოფეინის შემცველ სხვა პროდუქტთან ერთად. არ მიიღოთ 2 კოვზზე მეტი საათიან პერიოდში. არ მიიღოთ დაძინებამდე 4 საათის პერიოდში. 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მომზადების დროს არ აანჟღრიოთ ფხვნილი შეიკერში, ოდნავ მოურიეთ და დალიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ნახშიროჟანგი აორთქლდება, რაც დანამატის ათვისებას შეუშლის ხელს. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1 კოვზი (18,5 გრამი)

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30

 

გამოხმაურება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: მინიშნება: HTML ტეგები აკრძალულია. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტექსტი.

რეიტინგი: ცუდია           კარგია

შეიყვანეთ გამოსახულებაზე მითითებული კოდი:



ნიშნულები:

 

კალკულატორი მუშაობს მხოლოდ Firefox-ზე

ასაკი:  წელი
სქესი: მამრ.მდედრ.
სიმაღლე:    სმ.
წონა:  კგ
აქტივობა:
©Goliati.Ge
კალორიების საჭირო რაოდენობა
საჭირო კალ.:
დღიური მიღების ნორმა
ცხიმი:
ცილა:
ნახშირწყლები: