Cal-Mag Citrate

₾35.00
მოცულობა: 90.00აბი
ბრენდი:Haya Labs
პროდუქტის კოდი: Cal-Mag Citrate
მარაგი მარაგში არის

მიმოხილვა

Cal-Mag Citrate – კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელია მრავალი ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის ორგანიზმში. ეს მინერალები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ძვლის სიძლიერესა და სიმტკიცეზე, ისევე როგორც კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების დაუზიანებელ მდგომარეო...

Cal-Mag Citrate – კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელია მრავალი ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის ორგანიზმში. ეს მინერალები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ძვლის სიძლიერესა და სიმტკიცეზე, ისევე როგორც კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების დაუზიანებელ მდგომარეობაში  შენარჩუნებაზე. აღნიშნული მინერალების რეკომენდირებული თანაფარდობაა 2:1.

მიუხედავად იმისა, რომ კალციუმი ძვლების სიმტკიცისა და მინერალიზაციის პროცესში მთავარ როლს ასრულებს, მისი ახლად წარმოქმნილი კრისტალების ხარისხი დამოკიდებულია მაგნიუმზე. მაგნიუმის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, კრისტალები უფრო სუსტია, რაც ხელს უწყობს მოტეხილობის წარმოქმნას. კუნთების ფუნქციონირება ორივე ელემენტს მოითხოვს: კალციუმი ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვას, მაგნიუმი კი მოდუნებას, რელაქსაციას.

Cal-Mag Citrate ფორმულაში გამოყენებულია კალციუმის ციტრატის მარილი, რადგან ამ ფორმით კალციუმის შეწოვა და ათვისება გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს ბოლო დროს ჩატარებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც კალციუმის ციტრატს გააჩნია მრავალი უპირატესობა გავრცელებულ კალციუმის კარბონატთან შედარებით. ექსპერიმენტი მოიცავდა ადამიანების 2 ჯგუფს, პირველი ჯგუფი იღებდა 500 მგ. კალციუმ ციტრატს, ხოლო მეორე - იმავე რაოდენობის კარბონატს. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფს კალციუმი 2.5-ჯერ უფრო უკეთესად ჰქონდა ათვისებული, ვიდრე მეორე ჯგუფს კარბონატი, რაც თვალნათლივ მეტყველებს ციტრატის შეწოვისა და ორგანიზმის მიერ მისი გამოყენების სიმარტივეზე. 

კალციუმი სხვა მინერალებთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობითაა ორგანიზმში (დაახლოებით 1.13 კგ.) და 99% განთავსებულია ძვლებსა და კბილებში, ასევე სისხლძარღვებსა და უჯრედების გარშემო არსებულ სითხეში. კალციუმი არის უმნიშვნელოვანესი მინერალი, ბიოლოგიური ფუნქციების ფართო სპექტრით. მისი გამომუშავება ნელდება ასაკის მატებასთან ერთად. არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ორგანიზმი მარაგს იღებს ძვლებისგან, რის გამოც ძვლები იფიტება და ხდება მყიფე, შედარებით მარტივად მტვრევადი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კალციუმის დანამატის სახით მიღება, ეს დაგეხმარებათ შეავსოთ მარაგი ორგანიზმში და შეინარჩუნოთ ჯანმრთელი და ძლიერი ძვლები.


Cal-Mag Citrate-ს მოქმედება:

  • ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს
  • მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის წნევის რეგულირებაში
  • ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს PH-ის დონე
  • მნიშვნელოვანი ელემენტია კუნთის შეკუმშვის დროს
  • ეხმარება ნერვულ იმპულსებს გადაადგილებაში
  • უზრუნველყოფს კბილების სიმტკიცეს


მიღების წესი: მიიღეთ 3 აბი დღეში სამჯერ ჭამის დროს. შესაძლებელია სამივე აბის ერთად მიღებაც.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.


პორცია: 3 აბი

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30

დაწერეთ შეფასება

Note: HTML is not translated!

Rating Bad           Good