Vegan Protein

₾55.00
მოცულობა: 500.00g
ბრენდი:BioTech USA
პროდუქტის კოდი: Vegan Protein
მარაგი მარაგში არის

მიმოხილვა

Vegan Protein – ეს არის კომპანია Biotech USA-ს უახლესი ფორმულა, რომელიც მოიცავს მცენარეულ პროდუქტებზე დამზადებულ ცილას. Vegan Protein გამდიდრებულია შეცვლადი და შეუცვლელი ამინომჟავების კომპლექსით.დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი მოსაზრება, რომ ...

Vegan Protein – ეს არის კომპანია Biotech USA-ს უახლესი ფორმულა, რომელიც მოიცავს მცენარეულ პროდუქტებზე დამზადებულ ცილას. Vegan Protein გამდიდრებულია შეცვლადი და შეუცვლელი ამინომჟავების კომპლექსით.

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი მოსაზრება, რომ ცილის მიღება მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან შეიძლება. დღესდღეობით მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ეს მოსაზრება მცდარია. ახლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რომ იყო ვეგეტარიანელი/ვეგანი და მიიღო საკმარისი რაოდენობით ცილა მცენარეული პროდუქტებიდან. ეს ასევე მრავალჯერ დაამტკიცეს ვეგეტარიანელმა ათლეტებმა, რომლებიც თავისუფლად იღებენ საჭირო რაოდენობის მცენარეულ ცილას.


ვეგან პროტეინი (
Vegan Protein) ასევე შეიცავს 3 მთავარ დანამატს:

კუსკუსის ფქვილი - ინკები უძველესი დროიდან იყენებენ ამ პროდუქტს. სხვა მარცვლეულთან შედარებით კუსკუსი შეიცავს ნაკლებ ნახშირწყლებს და მეტ ცილას. გარდა ამისა, არის მინერალების შესანიშნავი წყარო, შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს და რკინას.

კენკრის ფხვნილი - აკაის კენკრა გავრცელებულია ამაზონის ტყეში, დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინსა და კალციუმს, ანტიოქსიდანტებს. შეუძლია ქოლესტერინის დონის რეგულირება და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

გოჯი ბერი - გოჯი ბერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორის ვიტამინებს: B1, B2, B6, E, C. მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი, ასევე ომეგა-3, ომეგა-6.



Vegan Protein  BioTech USA-ს უპირატესობები:

  • ვეგან პროტეინის კომპლექსი (ბრინჯისა და ბარდის) ფუნქციურ ამინომჟავებთან ერთად.
  • არ შეიცავს შაქარს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • არ შეიცავს ლაქტოზას
  • არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ დანამატებს
  • არ შეიცავს მოდიფიცირებულ ორგანიზმებს
  • არ შეიცავს ასპარტამს




მიღების წესი: გახსენით 1 პორცია (25 გ.) 200-250 მლ. წყალში. სავარჯიშო დღეებში მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ, არასავარჯიშო დღეებში - დილით გაღვიძებისთანავე. 

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.


პორცია: 25 გ.

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 20

დაწერეთ შეფასება

Note: HTML is not translated!

Rating Bad           Good