2020-07-12 06:33:56
კრეატინები
კრეატინი - ესაა საკვები დანამატი კუნთების ძალის და ამტანობის მოსამატებლად, აგრეთვე კუნთების მოცულობის ზრდის დასაჩქარებლად. კრეატინი ამარაგებს ენერგიით კუნთების უჯრედებს. კუნთებში მისი მარაგი პირდაპირ განსაზღვრავს მთელი ვარჯიშის შედეგიანობას.კრეატინის გარეშე კუნთები მალე იფიტება – მკვეთრად ეცემა ქმედუნარიანობა და გამძლეობა, დრო და ინტენსივობა, შედეგად კი ვარჯიშის ეფექტურობა იკლებს.
ვარჯიშის დროს ატფ-ის მარაგი სწრაფად კლებულობს და კრეატინი ერთადერთი საშუალებაა მის სწრაფად და ეფექტურად შესავსებად. როგორც სპორტული დანამატი, კრეატინი განკუთვნილია ატფ-ის ატფ-ის რესინთეზის მნიშვნელოვნად დასაჩქარებლად, რაც ინტენსიური ვარჯიშის საშუალებას იძლევა. ამავდროულად სწრაფად ზრდის კუნთების მოცულობას. სპორტული კვება ანაზრაურებს ორგანიზმში კრეატინის არასაკმარისად მიღებას, რომლის მარაგის შევსება მხოლოდ ნატურალური კვებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია კრეატინის სპორტული დანამატის სახით მიღება.
რომელი კრეატინია საუკეთესო?
როგორ ავარჩიოთ კრეატინი? კრეატინი არსებობს სხვადასხვა სახეობის და ფირმის, რომელთაგან ყველა საკუთარ პროდუქციას ასახელებს საუკეთესოდ. რომელი კრეატინი ავირჩიოთ შემოთავაზებული მრავალფეროვნებიდან?
ყველაზე უკეთესი კრეატინი – ისაა, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. რომ ჩამოვყალიბდეთ, რომელი კრეატინია უკეთესი, აუცილებელია გავერკვეთ კრეატინული დანამატების კლასიფიკაციაში. დღეისათვის არსებობე კრეატინის შემდეგი სახეობები:
კრეატინ მონოჰიდრატი: – ისტორიულად პირველი და დღეისათვის კრეატინის ყველაზე პოპულარული ფორმა: ამინომჟავის გაერთიანება წყლის მოლეკულასთან. იწარმოება აბების, კაფსულების და ფხვნილის სახით. ორგანიზმის მიერ კარგად შეითვისება, კუჭში ფაქტიურად არ იშლება, აქვს პროლონგირებული მოქმედება,
კრე-ალკალინი – ტუტესთან გაერთიანებული კრეატინი. ტუტე მჟავური გარემოს ნეიტრალიზებას ახდენს, რაც ხელს უწყობს კრეატინის უკეთეს შეთვისებას.
კრეატინ ჰიდროქლორიდი – კრეატინის ფორმა, გვერდითი მოვლენებისგან სრულად გათავისუფლებული (კუჭის გაღიზიანება, კუჭის შებერილობა, სპაზმები). გააჩნია ყველა ფორმაზე უფრო მაღალი ხსნადობა, რაც უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ შეთვისებას.
კრეატინ ნიტრატი – კრეატინი და აზოტის მჟავის მარილი. ნიტრატი პასუხს აგებს ამინომჟავის კუნთებამდე ტრანსპორტირებაზე. მიღებულია, როგორც მონოჰიდრატზე უფრო ეფექტური ფორმა.
კრეატინ ეთილ ესტერი – კრეატინის ეთერზეთებთან შენაერთი. აღნიშნული ფორმა კრეატინს სისხლში უცვლელად აბსორბირების საშუალებას აძლევს.
ტრი-კრეატინ მალატი – კრეატინი რძემჟავით (ამინომჟავის სამი მოლეკულა მალატის ერთ მოლეკულაზე). ხასიათდება კარგი ხსნადობით, რაც ამ ფორმას ხდის უფრო ათვისებადს, ვიდრე მონოჰიდრატია. მალატი ისევე, როგორს კრეატინი, მონაწილეობას იღებს კრებსის ციკლში (კუნთების ენერგიით მომარაგების პროცესი), რაც აორმაგებს შედეგიანობას.
კრეატინის პრეპარატები (ნაერთები) – შედგებიან კრეატინის სხვადასხვა სახეობის ნაკრებით, რომლებსაც აქვთ ერთდროულად პროლონგირებული მოქმედება, აქტივაციის მაღალი სიჩქარე, დადებითი გვერდითი ეფექტები.
ფორმით კრეატინი შეიძლება იყოს კაფსულებში, ტაბლეტებში და ფხვნილად. კრეატინის ფხვნილი სითხეში უკეთესად იხსნება და ამიტომ უფრო სწრაფად შეითვისება. ტაბლეტებში და კაფსულებში კი უფრო სრულყოფილად და ნელა შეითვისება, ასევე ბოლოს ხსენებული ფორმები ხასიათდება გამოხატული ხანგრძლივმოქმედი ეფექტით.
თუ ვერ ამოირჩიეთ რომელი სახეობა მიიღოთ, დაიწყეთ კრეატინის ყველაზე საიმედო, აპრობირებული და უსაფრთხო ფორმით – კრეატინ მონოჰიდრატით.
კრეატინის მიღება
პასუხი კითხვაზე, როგორ მივიღოთ კრეატინი, დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმსა და თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. ყველა კონკრეტული პროდუქტისთვის მწარმოებელი ადგენს თავის წესებს, როგორ მივიღოთ კრეატინი. ისინი განისაზღვრებიან მისი ტიპით და ფორმით. ჩვენ მოვამზადეთ საბაზისო რჩევები, როგორ მივიღოთ კრეატინი სწორად:
- ჩამოყალიბდით კონკრეტულად თქვენთვის რომელი კრეატინის მიღება იქნება უკეთესი – არ დაგავიწყდეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები: გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება, კუნთების სპაზმები. კრეატინის გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად – არა უმეტეს 4-5% შემთხვევებში. ხშირად ისინი ურთიერთდაკავშირებულია. მაგალითად, სპაზმები ვლინდება მარილ-წყლების ბალანსის დარღვევის გამო.
- კრეატინის მიღება უკეთესია ჭამამდე 30 წუთით ადრე, მშიერ კუჭზე. შეიძლება გამოვიყენოთ ტკბილი სიროფი, ან წვენი – ისინი შეიცავენ ბევრ უბრალო ნახშირწყლებს, სწრაფად ამაღლებენ ინსულინის დონეს და აძლიერებენ კრეატინის მიღების ეფექტს.
- არსებობს კრეატინის მირების ორი პრინციპული სქემა: ჩატვირთვის ფაზა და მის გარეშე. კრეატინის ჩატვირთვით მიღება გულისხმობს მის გაძლიერებულ მოხმარებას (20 გრამი დღე-ღამეში, 5 გრამი ოთხჯერ დღეში) პირველი 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ მოსდევს შენარჩუნების ეტაპი (10 გრამი ორჯერ დღეში: დილით და საღამოს, 30 დღის განმავლობაში). ჩატვირთვის გარეშე კრეატინის მიღება ხორციელდება უშუალოდ ვარჯიშის წინ 5-7 გრამის ოდენობით, ერთხედ დღეში, ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში (გამძლეობაზე), ან 10 გრამი (5 გრამი დილით და საღამოს) ერთი თვის განმავლობაში (ძალისთვის და მასის მომატებისთვის).
კრეატინის მიღების ფორმის მიუხედავად ვარჯიშის შედეგიანობა გაცილებით მაღალია: იზრდება გამძლეობა, ძალა, შრომისუნარიანობა, მცირდება აღდგენისთვის საჭირო დრო.