აღწერა
EAA 8000 Amino Tabs - 9 შეუცვლელი ამინომჟავის ნაზავი აბების სახით. კომპლექსი სპეციალურად შექმნილია კუნთების მაქსიმალური აღდგენისთვის და ვარჯიშის დროს დაღლილობის შესამცირებლად, ასევე ნერვული სისტემის ოპტიმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. თითოეული პორცია შეიცავს 8 გრამ უმნიშვნელოვანეს ამინომჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით.
სპორტსმენები ხშირად იღებენ EAA-ს, რადგან ის უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენით პროცესს ვარჯიშის შემდეგ. ეს ამინომჟავები წარმოადგენს საშენ მასალებს ცილებისთვის, მათ უწოდებენ შეუცვლელ ამინომჟავებს, რადგან სხეულს მათი გამომუშავება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მიღება საკვები დანამატის სახით. პროდუქტში სრული რაოდენობით არის წარმოდგენილი BCAA: ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი თანაფარდობით 2:1:1. ეს ამინომჟავები აუცილებელია არა მხოლოდ ცილის სინთეზისათვის, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებისათვისაც, ისინი უზრუნველყოფენ ქსოვილების ზრდასა და აღდგენას.
EAA 8000 Amino-ს უპირატესობები:
- 8000 მგ EAA თითო პორციაზე
- აერთიანებს 9 შეუცვლელი ამინომჟავის კომპლექსს;
- ვეგანური;
- შეიცავს BCAA-ს 2:1:1 თანაფარდობით;
- წარმოდგენილია ფხვნილის ფორმით, სწრაფი ათვისებისთვის;
- იდეალური ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დასრულებისთანავე მისაღებად;
- ზრდის მშრალი კუნთის მასას;
- ზრდის ძალასა და გამძლეობას;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- იდეალური ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს;
- არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს;
მიღების წესი: მიიღეთ 10 აბი დღეში, ვარჯიშის დაწყებამდე ან დასრულებისთანავე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 აბი. მიიღეთ საკმარის წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გაფრთხილება: არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.