აღწერა
Nutrend Magneslife Instant Drink Powder — კომპანია Nutrend-ის ინოვაციური პროდუქტი, მაგნიუმის კომპლექსი ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმის ბისგლიცინატს (ყველაზე ეფექტური ფორმით), ასევე B, C და E ვიტამინებს. პროდუქტის საფუძველს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური მაგნიუმი — Aquamin©, რომელიც შერწყმულია მაგნიუმის უნიკალურ ქელატურ ფორმასთან. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ოპტიმალურ ფუნქციონირებას. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები მოქმედებენ სინერგიულად და ეხმარებიან დაღლილობის შეგრძნების შემცირებას. ისინი ასევე დადებით გავლენას ახდენენ ენერგეტიკულ ცვლასა და სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) სწორ ფორმირებაზე. პროდუქტში შემავალი C ვიტამინი უზრუნველყოფს კოლაგენის ოპტიმალურ გამომუშავებას, რაც აუცილებელია ძვლების, ხრტილებისა და კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Nutrend Magneslife Instant Drink Powder-ის უპირატესობები:
- 375 მგ-მდე მაგნიუმი ერთ პორციაში;
- ბიოლოგიურად აქტიური მაგნიუმისა და მაგნიუმის ქელატის კომბინაცია;
- გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით — C და E ვიტამინებით;
- დამატებულია B ჯგუფის ვიტამინები;
- არ შეიცავს შაქარს.
Aquamin-ს, როგორც წესი, ზღვის წყლისგან იღებენ. სწორედ Aquamin-იდან მიიღება მაგნიუმის ყველაზე ეფექტური და საუკეთესოდ ათვისებადი ფორმა. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ქიმიურ რეაქციაში და არეგულირებს 300-ზე მეტ სხვადასხვა ფერმენტს.
ოქსიდაციური სტრესი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებამ, ასევე მოწევამ ან ალკოჰოლის მიღებამ. ის ვითარდება თავისუფალი რადიკალების ჭარბი დაგროვების ან მათი არასაკმარისი გამოდევნის შედეგად. ანტიოქსიდანტები, როგორიცაა C და E ვიტამინები, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებული ზიანისგან.
გამოყენების წესი: 5 გ (დაახლოებით საზომი კოვზის 4/5) გავხსენით 500 მლ წყალში და მიიღეთ დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 5 გ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სითბოს, გაყინვისა და ტენიანობისგან.