Zinc Max

38.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: BioTech USA
  • მოცულობა: 100.00 აბი
  • პორცია: 400

  • Zinc Max

აღწერა

BioTech Zinc Max - ეს არის უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი, რომელიც დამზადებულია თუთიის ოქსიდზე. პროდუქტის 1 აბი შეიცავს აღნიშნული მინერალის რეკორდულ რაოდენობას - 100 მგ. ის იდეალურად ერგება ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ძლიერ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას.  

Zinc Max BioTech-ის მოქმედება:

  • უზრუნველყოფს ტესტოსტერონის ზრდას
  • ახდენს ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის კომპენსირებას
  • უზრუნველყოფს ძალოვანი მაჩვენებლებისა და გამძლეობის ზრდას
  • ააქტიურებს ინსულინის და ზრდის ჰორმონის გამომუშავებას
  • ააქტიურებს ცილების სინთეზს
  • აჩქარებს აღდგენით პროცესებს მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ
  • აუმჯობესებს ფრჩხილების, თმის და კანის მდგომარეობას
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • აუმჯობესებს ჯამრთელობას

თუთია (Zinc) - ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მინერალის 98% განთავსებულია უჯრედების შიგნით და მხოლოდ 2%-ს შეიცავს სისხლი. ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კუნთოვანი ქსოვილების ზრდაში, რადგან სწორედ ეს მინერალი შედის ზრდის ჰორმონის შემადგენლობაში.
თუთიის დღიური მოთხოვნილება დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორებზე. მისი საშუალო დღიური დოზა შეადგენს 10-15 მგ.-ს. ადამიანებისთვოს, რომლებიც მისდევენ ცხოვრების აქტიურს წესს, ასევე ფეხმძიმეთათვის მინიმალური დოზა შეადგენს 20-25 მგ-ს დღეში. სპორტსმენებისთვის - 20-დან 50 მგ.-მდე. ამ მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კომპანია BioTech USA-ს ფარმაცევტებმა შექმნეს უნიკალური პროდუქტი ZINC MAX.

Zinc Max-ის უპირატესობა:

  • თუთიის (Zinc) მაღალი შემცველობა
  • არ გააჩნია უკუჩვენებები
  • მიღების მოხერხებული ფორმა
  • მაღალი ხარისხი
  • დაბალი ფასი

Zinc Max-ის შემადგენლობა 1 პორციაში (1/4 აბი):

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1/4 აბი დღეში, ჭამის შუალედებში.  

გაფრთხილება: მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

 

პორცია: 1/4 აბი