GH PRO-MAX

67.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Superior 14
  • მოცულობა: 120.00 კაფსულა
  • პორცია: 40

  • GH PRO-MAX

აღწერა

GH PRO-MAX - ზრდის ჰორმონი, ინოვაციური პროდუქტი სპორტული საკვები დანამატების ბაზარზე, რომელიც ასტიმულირებს ზრდის ორმონის გამომუშავებას ორგანიზმში. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ფუნქცია ის არის, რომ ხელს უწყობს სხეულის ზრდას მოზარდობის პერიოდში. ორგანიზმის მიერ GH- ის გამომუშავება, რაც მიმდინარეობს ძილის დროს,  რეგულირდება ჰიპოთალამუსის მიერ. ვინაიდან იგი ასტიმულირებს ცილის სინთეზს და შლის ცხიმის მარაგს, მიიჩნევა როგორც დადებითი ეფექტის მქონე ჰორმონი. წლების მატებასთან ერთად, 35–40 წლის ასაკიდან, კუნთის მასა თანდათან მცირდება, ხოლო ცხიმის მასა კი იწყებს ზრდას. ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ GH-ის დონის შემცირებაა. ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა ზრდის ჰორმონის დონის გასაზრდელად არის ორგანიზმისთვის ხელშეწყობა, რომ გაძლიერდეს მისი წარმოება.

 

GH ჰორმონის რეგულატორი შეიცავს არგინინის ალფა-კატოგლუტარატს (AAKG) და L-ორნითინის ჰიდროქლორიდს, როგორც L-არგინინის ამინომჟავის წყაროს,  2:1 თანაფარდობით. ეს არის ფორმულა, რომელიც დამზადებულია L-ლიზინის ამინომჟავასთან და B6 ვიტამინთან ერთად. ვიტამინი B6 ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის შემცირებას, ასევე ჰორმონალური მოქმედების რეგულირებას. იგი ასევე ხელს უწყობს ცილებისა და გლიკოგენების მეტაბოლიზმს და ითვალისწინებს მათ ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას.

 
GH Hormone Regulator-ის უპირატესობები:

  • არგინინის, ორნითინისა და ლიზინის 2: 1: 1 თანაფარდობა;
  • ვიტამინი B6 ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონის წარმოებას;
  • ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას და კონცენტრაციას;
  • ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის სწრაფ და ხარიასხიან ზრდას;
  • ხელს უწყობს ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებას და განვითარებას;
  • არ შეიცავს ჰორმონებს, არის აბსულუტურად უსაფრთხო;
  • არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. 


GH Hormone Regulator-ის მიღება რეკომენდირებულია თუ:

  • სხეულის მასის სწორად გადანაწილება და რეგულაცია (მეტი კუნთის მასა, ნაკლები ცხიმი) მნიშვნელოვანია თქვენთვის;
  • ორიენტირებული ხართ მშრალი კუნთის მასის გაზრდაზე;
  • ვარჯიშობთ რეგულარულად;
  •  გინდათ, რომ შეამციროთ ხშირად ვარჯიშის შედეგად მიღებული გადაღლილობის შეგრძნება და სხვა ეფექტები;
  • მრძნობიარე ხართ ლაქტოზის და გლუტენის მიმართ;

 

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 4 კაფსულა ყოველდღიურად ძილის წინ წყალთან ერთად.
 

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

 

პორცია: 4 კაფსულა.

 

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 30