აღწერა
Ashwagandha - აშვაგანდა ინდური მცენარეა, რომლის ფესვები და ნაყოფი ფართოდ გამოიყენება აიურვედას მედიცინაში, როგორც იმუნური სისტემის, სტრესის, თავის ტვინის, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. საუკუნეების განმავლობაში ინდოეთში მუდმივად სვამდნენ აშვაგანდას ჩაის, როგორც სიცოცხლის გამახარძლივებელ საშუალებას. საქმე ისაა, რომ ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს. მაშინ, როცა ადამიანს სტრესულ სიტუაციებში უწევს ყოფნა, აქვს მარტოობის, დაუცველობის შეგრძნება და უწევს მრავალ ნეგატიურ სიახლესთან გამკლავება, კორტიზოლის რაოდენობა სისხლში იმატებს. ეს თავის მხრივ იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, კოგნიტური აზროვნების შეფერხებას, აუარესებს მეხსიერებას და ასევე მოქმედებს განწყობაზე - ადამიანი უმეტესწილად გაღიზიანებულია. იმისთვის, რომ დაბალანსდეს კორტიზოლის რაოდენობა სისხლში აუცილებელია აშვაგანდას მიღება. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ აშვაგანდას 1-2 თვის განმავლობაში, შეინიშნა სტრესის ჰორმონის საგრძნობი(2-3ჯერ) შემცირება, ისინი უფრო პოზიტიურად უყურებდნენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ჰქონდათ ახალი მისწრაფებები, ვარჯიშობდენ გაცილებით ეფექტურად, ხედავდნენ უკეთეს შედეგებს და განწყობაც უფრო ამაღლებული ჰქონდათ.
აშვაგანდა ფართოდ გამოიყენება ტესტოსტერონის დონის ასაწევად მამაკაცებში და ნაყოფიერების გასაზრდელად, ხელს უწყობს მშრალი კუნთის მასის ზრდასა და ორგანიზმის გამძლეობას. ის ასევე აუმჯობესებს ტვინის ნერვული უჯრედების კვებას, ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
აშვაგანდას გააჩნია შემდეგი სამკურნალო თვისებები:
- ზრდის მამაკაცის პოტენციას;
- ძრდის ფიზიკურ გამძლეობას;
- აკონტროლებს ესტროგენების დონეს;
- არეგულირებს ანდროგენების წარმოებას;
- არეგულირებს ბიოქიმიურ პროცესებს;
- ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს;
- ორგანიზმიდან დევნის მავნე ქოლესტერინს;
- ამცირებს გულის იშემიის რისკს;
- მონაწილეობს ჰორმონების წარმოებაში;
- ხსნის ანთებას;
- აქვს მატონიზირებელი ეფექტი
- წარმოადგენს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებას;
- გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად;
- აუმჯებესებს მეხსიერებას;
- ააქტიურებს ტვინის მუშაობას;
- აუმჯობესებს განწყობას;
- აწესრიგებს ძილს;
- ხსნის დაღლილობას;
- ხელს უშლის სტრესს;
- აძლიერებს იმუნიტეტს.
Ashwagandha-ს შემადგენლობა (1კაფს):
- 450 მგ აშვაგანდას ექსტრაქტი;
მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა ყოველდღიურად წყალთან ერთად.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
პორცია: 1 კაფს.
პორციების რაოდენობა შეფუთვაში: 90