100% Soy Protein Isolate

67.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Haya Labs
  • მოცულობა: 1.00 კილოგრამი

  • 100% Soy Protein Isolate

აღწერა

100% Soy Protein Isolate – ეს არის უმაღლესი ხარისხის სოიოს პროტეინი, გენეტიკურად მოდიფიცირებული დანამატების გარეშე. დამზადებულია მცენარეულ ცილებზე, გათვლილია მათთვის, ვინც არ იღებს ცხოველური წარმოშობის პროტეინს.

სპორტსმენებისთვის, რომლებიც არ იღებენ ხორცს და ცხოველურ ცილას, განსაკუთრებით რთულია ცილის დღიური რაოდენობის შევსება. 100% სოიოს იზოლატის საშუალებით შეგიძლიათ გადაჭრათ ეს პრობლემა. პროტეინი გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით, შეიცავს შეცვლად და შეუცვლელ ამინომჟავებს და გააჩნია მაღალი ბიოლოგიური ღირებულება.  100% Soy Protein Isolate არ შეიცავს შაქარსა და ლაქტოზას, ასევე ისეთ ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორიცაა ასპარტამი. კომპანია Haya Labs იყენებს ისეთ ნატურალურ დამატკბობლებს, როგორიცაა სტევია. ამავდროულად ბოჭკოვანი მასის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს პროტეინის სწრაფად ათვისებას.

100% სოიოს იზოლატი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უნდა მშრალი კუნთის მასის ზრდა ზედმეტი ნახშირწყლებისა და ცხიმების მიღების გარეშე. სოიოს პროტეინი ასევე შეიცავს კალციუმსა და რკინას. კალციუმის მიღება აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის, მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძვლებისთვის, დიდ როლს ასრულებს კუნთის მუშაობაში, ამცირებს დიაბეტის რისკს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, აკონტროლებს სისხლის წნევას, უნარჩუნებს კბილებს გამძლეობას და ასევე დიდ როლს ასრულებს ორგანიზმისთვის არასასურველი ცხიმების წვაში. რაც შეეხება რკინას, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც დიდ როლს ასრულებს კუნთის მასის ზრდაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ანემიის მკურნალობაში, ჰემოგლობინის ამაღლებაში. ორგანიზმში რკინის ნაკლებობა იწვევს ენერგიის შემცირებას, ამ დროს თავს ყოველთვის გადაღლილად გრძნობთ. რკინის დანამატის სახით მიღება აღმოფხვრის ამ პრობლემას.

 

100% Soy Protein Isolate-ს უპირატესობები:

  • არ შეიცავს შაქარს
  • გამოირჩევა ცხიმის მინიმალური შემცველობით
  • უზრუნველყოფს კუნთის მასის სრულ აღდგენას
  • ხელს უწყობს მშრალი კუნთის მასის ზრდას
  • 100% მცენარეული ცილა
  • არ შეიცავს გემოდიფიცირებულ დანამატებს
  • საუკეთესოა ვეგეტარიანელებისთვის

 

 

 

მიღების წესი: გახსენით 1 პორცია 200-250 მლ. წყალში. მიიღეთ დილით და ვარჯიშის შემდეგ.  

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 26.7 გ. 

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 17