Tesla Raptor Whey

192.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Tesla Sports Nutrition
  • არომატი: შოკოლადი
  • მოცულობა: 2.00 კილოგრამი
  • პორცია: 66

  • Tesla Raptor Whey

აღწერა

TESLA RAPTOR WHEY – შრატის პროტეინის ინოვაციური და უძლიერესი ფორმულა, ნამდვილი რევოლუცია სპორტული კვების ბაზარზე. პრემიუმ კლასის კომპანია Tesla Nutrition-მა წარმოადგინა უმაღლესი ხაისხის შრატის (Whey) ცილოვანი ფორმულა ტრიბულუსთანდი-ასპარაგინულ მჟავასთან და კრეატინთან ერთად. Raptor Whey პროტეინი შექმნილია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვისაც უნდათ რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი.

შრატის პროტეინი წარმოადგენს კუნთის საშენ მასალას. ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმს მივაწოდოთ საჭირო ნივთიერებები ცილის კომპლექსის სახით, რათა კუნთმა შეძლოს აღდგენა და ზრდა. Raptor Whey ორგანიზმს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ამინომჟავით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის ლეიცინი და ცისტეინი. კვლევებმა აჩვენა, რომ ლეიცინი არის ყველაზე ანაბოლური (ცილის სინთეზის გამაძლიერებელი) ამინომჟავა, ხოლო ცისტეინი ხელს უწყობს ანტიოქსიდანტების გამომუშავებას.

ტესტოსტერონი არის ყველასათვის ნაცნობი ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების მშენებლობასა და ლიბიდოზე. ამის გამო, ნებისმიერი ასაკის ადამიანი ეძებს ამ ჰორმონის გაზრდის ბუნებრივ გზებს. ტესტოსტერონის დონის აწევის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია მისი დანამატის სახით მიღება. 

D-ასპარაგინული მჟავა არის შეცვლადი ამინომჟავა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ჰორმონების მოლეკულების შენებასა და მათ გამოცალკევებაში. ეს საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას ორგანიზმში. D-ასპარაგინის მჟავაზე არაერთი კვლევა არსებობს. ერთ-ერთ მათგანში მონაწილეობას ღებულობდა 23 მამაკაცი, ისინი 12 დღის მანძილზე იღებდნენ მჟავას დანამატის სახით. კვლევების შედეგების მიხედვით, კურსის შემდეგ მათმა ტესტოსტერონის დონემ აიწია საშუალოდ 42%-ით. ხანგრძლივი მიღება კიდევ უფრო აუმჯობესებს შედეგს, 3 თვემდე მიღების შემთხვევაში ტესტოსტერონის დონე იზრდება 30-60%-ით.

Tesla Raptor Whey ასევე შეიცავს კრეატინს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მშრალი კუნთის მასის და ძალის სწრაფ ზრდას. დამატებით პროტეინში შედის შემდეგი ნივთიერებები:

ბორი - ამ მინერალს ხშირად მოიხმარენ სპორტსმენები, რადგან ის აუმჯობესებს ტესტოსტერონის ფორმირებას ორგანიზმში და ზრდის კუნთოვან მასას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს გონების კონცენტრაციას და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის პროცესში, ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში, აფერხებს სიბერის პროცესს, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას და ამცირებს კუნთების ტკივილს.

ტრიბულუსის ექსტრაქტი - ეს არის მცენარისგან დამზადებული ექსტრაქტი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ებრძვის სექსუალურ უნაყოფობასა და ანემიას. ის გამოიყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

პაპაიას ექსტრაქტი - პაპაია მრავალი დაავადებების საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა. მისი გამოყენება ეფექტურია სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, კანის დაბერების, სიმსივნეების ფართო სპექტრის, მხედველობისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. განსაკუთრებით კარგია თირკმელებისა და ღვიძლისთვის, ებრძვის ანთებით პროცესებს და ეწინააღმდეგება სისხლის კოლტების წარმოქმნას.

Tesla Raptor Whey იდეალური პროტეინია მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
 

 

 

 

 

მიღების წესი: გახსენით 1 პორცია (30 გ.) 250 მლ. წყალში. სავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით უზმოზზე და ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში დილით უზმოზზე. 

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს

 

პორცია: 30 გ.

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 66