Protein Fit

70.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Fit Simplify
  • არომატი: მარწყვი შოკოლადი
  • მოცულობა: 500.00 გრამი

  • Protein Fit

აღწერა

Protein Fit - უმაღლესი ხარისხის ცილოვანი კოქტეილი სპორტსმენებისთვის კუნთის მასის ზრდისათვის, სწრაფი აღდგენისა და ცხიმის შესამცირებლად; ცილის შემადგენლობა 80%-იანი ცილა, რომელიც სრულად, 100%-ით მიღებულია შრატისგან; შეიცავს L-გლუტამინს, BCAA-ს,ტაურინს, ვიტამინებსა და ფერმენტებს.

 


ეფექტი:

  • კუნთის მასის შესამჩნევი ზრდა, სწრაფი აღდგენა და მაქსიმალური შედეგი ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით ცხიმის შემცირების პერიოდში;
  • სუფთა შრატის პროტეინის 80%-იანი კონცენტრატისა (WPC) და 90%-იანი შრატის პროტეინის იზოლატის (WPI) უნიკალური გემო და სწრაფი მოქმედება, მაქსიმალური ანაბოლური ეფექტის უზრუნველსაყოფად და მშრალი კუნთის მასის გასაზრდელად;
  • დამატებული ფერმენტების წყალობით, ცილა ადვილად და სწრაფად შეიწოვება და უზრუნველყოფს ამინომჟავების მარაგის არსებობას კუნთოვანი ბოჭკოების დაუყოვნებლად რეგენერაციისთვის, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ;
  • განკუთვნილია პროფესიონალი ბოდიბილდერებისთვის, ფიტნესის მოყვარულთათვის;
  • დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთათვის.

 შემადგენლობა:

  • 100% WHEY (WPC + WPI) – ცილა, სრულად მიღებული მხოლოდ მიკროფილტრირებული შრატისგან; სწრაფად მონელებადი, მაღალი ბიოშეღწევადობით; ფხვნილის ყოველ 100გრ-ზე 74 გრ. WPC და 17 გრ WPI.
  • L- გლუტამინი – აზოტის ძირითადი წყარო კუნთების განახლებისა და ზრდისთვის;
  • BCAA 2: 1: 1 – კუნთის ქსოვილის დაცველი და აღმდგენი ამინომჟავები ლიცინი, იზოლიცინი და ვალინი. ერთი დოზა შეიცავს 6,3 გრამამდე BCAA- ს;
  • ტაურინი – თრგუნავს დაღლილობას და ხელს უწყობს კონცენტრაციას;
  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ამცირებს კუჭ-ნაწლავის შებერილობას (მეტეორიზმს), ცილების გადაჭარბებით მიღებისას;
  • ვიტამინები B1, B2, B3, B6 – ხელს უწყობენ სწორ მეტაბოლიზმს, რაც მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოებისა და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის;
  • ბიოტინი – უზრუნველყოფს მაკროელემენტების სწორ მეტაბოლიზმს და ასევე კანის, ლორწოვანი გარსის და თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
  • ვიტამინი C – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, კოლაგენის ნორმალურ გამომუშავებას, ძვლებისა და ხრტილების, ღრძილების, კანისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
  • ვიტამინი E – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს იცავს ჟანგვითი სტრესისგან.

 რეკომედებულია:

  • სპორტსმენებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კუნთების მასის სწრაფ ზრდას, დაცვას ან/და მის სწრაფ რეგენერაციას, დატვირთული ვარჯიშის შემდეგ;
  • დიაბეტით დაავადებულთათვის.

 

მიღების წესი:

  • სპორტსმენები 80 კგ-მდე: 1-2 დოზა ვარჯიშის დღეს;
  • 80 კგ-ზე მეტი სპორტსმენები: 2-3 დოზა ვარჯიშის დღეს;
  • არასავარჯიშო დღეებში: 1 დოზა, სასურველია ძილის წინ;
  • მაქსიმუმ 3 დოზა დღეში, უმჯობესია მიღება კვებებს შორის, ვარჯიშიდან 1 საათის შემდეგ ან ძილის წინ 1 საათით ადრე