აღწერა
Collagen Premium - კოლაგენ პრემიუმი გახლავთ კომპანია Superior14-ის უახლესი ფორმულა, რომელიც გამოირჩევა მდიდარი შემადგენლობითა და აქამდე წარმოუდგენელი დოზებით. თითოეულ სერვინგში წარმოდგენილია 6000 მგ. კოლაგენი, ბოჭკოვანი კომპლექსი, 750 მგ ელ გლუტამინი, BCAA და ვიტამინების კომპლექსი. პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს C და E ვიტამინებს. C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია კოლაგენის სინთეზისათვის, მის გარეშე ვერ ხდება ამ ცილის სინთეზი, ამიტომ აუცილებელია ამ ვიტამინის კონცენტრაციის გაზრდა ორგანიზმში. C ვიტამინი ასევე მონაწილეობს გარედან მიღებული კოლაგენის შეთვისებაშიც. ხოლო E ვიტამინი – C ვიტამინთან ერთად ახდენს კოლაგენის რეკონსტრუქციას, ხელს უწყობს კანის ტენიანობის, ახალგაზრდობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებას. ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისგან.
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება, კანი ხდება უფრო მშრალი და იმატებს ნაოჭები და წვრილი ხაზები. ამ პროცესს აჩქარებს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და მზის მავნე ზემოქმედება. სწორედ ამ პროცესის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო კოლაგენის დანამატის სახით მიღება. კოლაგენი ერთ-ერთი ჯადოსნური ნივთიერებაა, რომელიც მკვრივი, ახალგაზრდა და იდეალური კანის საიდუმლოს წარმოადგენს. კოლაგენი მნიშვნელოვანი პროტეინია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თმის, ფრჩხილების, კანის, მყესების, ძვლებისა და სახსრების სტრუქტურის ფორმირებას.
Collagen Premium-ის დადებითი უპირატესობები:
- 6 000 მგ. კოლაგენი ერთ პორციაში;
- გამდიდრებულია C და E ვიტამინებითა და გლუტამინით;
- წარმოდგენილია ფხვნილის სახით, უფრო სწრაფი ათვისებისა და მოქმედებისთვის;
- გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით, სპეციალური ბოჭკოვანი კომპლექსით, ამინომჟავებითა და ფერმენტებით;
- იცავს სახსრებს;
- აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას;
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება;
- აძლიერებს ძვლებს;
- ახალ ფორმულა ფხვნილის სახით, დაუყოვნებლივი შთანთქმისა და რეაბილიტაციისთვიის;
- არ შეიცავს ასპარტამს.
მიღების წესი: გახსენით 1 პორცია 15გ - 250 მლგ ცივ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის დასრულებისთანავე. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დილით უზმოზე.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
პორცია: 15 გ.