Omega 3 Plus

27.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Fit&Shape
  • მოცულობა: 30.00 კაფსულა
  • პორცია: 30

  • Omega 3 Plus

აღწერა

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებითი თვისებები აღმოჩნდა გრენლანდიის ესკიმოსთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათი საკვები არ არის დაბალანსებული და ცხიმიანი, ესკიმოსები უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ ჯანმრთელობას ასაკის მატაბასთან ერთად. მათი რჩეული საკვები - თევზი ცივი წყლებიდან, არის ძალზე მდიდარი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ომეგა-3-ის ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია დოკოზაჰექსაენის (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA).

ომეგა -3 ის ჯგუფში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებიყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ეს მჟავები თავიდან იცილებენ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ამცირებენ მავნე ქოლესტერინის დონეს და ამით ამცირებს ათეროსკლეროზის გაჩენის რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თრომბის წარმოქმნას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, ხელს უშლის არითმიის წარმოქმნასა და განვითარებას . ეს მჟავები ამცირებს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილების კვებას.

Omega 3 plus წარმოადგენდ პრემიუმ ხარისხის პროდუქტს, რომელიც შეიცავს 1000 მგ. სუფთა სახის ომეგა 3- და 5 მგ. E ვიტამინს.
ვიტამინი E მონაწილეობს უჯრედის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვის მექანიზმში.

 

Omega 3 plus -ის დადებითი თვისებები:

  • აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;
  • აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას;
  • არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;
  • ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;
  • არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებს არტერიულ წნევას;
  • ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  • როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;
  • ხსნის უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1კაფსულა დღეში 1-2-ჯერ ჭამის დროს.

 

პორცია: 1 კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 60