COLLAGEN LIQUID

72.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutrend
  • არომატი: ფორთოხალი
  • მოცულობა: 0.50 ლიტრი
  • პორცია: 20

  • COLLAGEN LIQUID

აღწერა

COLLAGEN LIQUID - ჰიდროლიზებული კოლაგენის თხევადი ფორმა, გამდიდრებული სპილენძით, ვიტამინებით B6, B12, ბიოტინით და C ვიტამინით, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვების, ძვლების, ხრტილების, ღრძილების, კბილების და კანის ნორმალურ ფუნქციონირებას.

კომპანია NUTREND-ის თხევადი კოლაგენი გამდიდრებულია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის ოპტიმალურ გამომუშავებას. დამატებით B6 და B12 ვიტამინებთან ერთად ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და სასარგებლოა დაღლილობისა და მოთენთილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კოლაგენი შეიცავს სპილენძის ოპტიმალურ რაოდენობას, რაც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ბიოტინი უზრუნველყოფს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

NUTREND COLLAGEN LIQUID-ის უპირატესობები:

  • 11 000 მგ. კოლაგენი ერთ პორციაში;
  • გამდიდრებულია C, B6, B12 ვიტამინებითა და ბიოთინით;
  • წარმოდგენილია თხევადი ფორმით, უფრო სწრაფი ათვისებისა და მოქმედებისთვის;
  • აძლიერებს ძვლებს, სახსრებს, მყესებს;
  • აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას;
  • ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას;
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  • გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით.

 

NUTREND COLLAGEN LIQUID-ის შემადგენლობა:

ინგრედიენტები

 25 მლ.    100 მლ.
ჰიდროლიზებული კოლაგენის პეპტიდები   11 000 მგ    44 000 მგ
ვიტამინი C  80 მგ = 100 %     320 მგ = 400 %
ვიტამინი B6  0,7 მგ = 50 %     2,8 მგ = 200 %
ბიოთინი  50 µg = 100 %     200 µg = 400 %
ვიტამინი B12  1,25 µg = 50 %     5 µg = 200 %
სპილენძი  0,15 მგ = 15 %     0,6 მგ = 60 %

 

 

 

მიღების წესი: მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 25 მლ. მიიღეთ ჭამის შუალედში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შესაძლებელია როგორც პირდაპირ მიღება, ასევე წყალში გაზავება. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გაფრთხილება: არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სიცხეს და ნესტს. გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 10 °C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 2 თვის განმავლობაში.

 

პორცია: 25 მლ.