FLEXIT GOLD GEL ICE

30.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutrend
  • მოცულობა: 100.00 მლ.

  • FLEXIT GOLD GEL ICE

აღწერა

FLEXIT GOLD GEL ICE - არის სპეციალურად შემუშავებული, მაღალეფექტური კომპლექსი გელის სახით, რომელშიც გაერთიანებულია მთელი რიგი აქტიური ნივთიერებები: MSM მაღალი შემცველობით, გლუკოზამინის სულფატი, ქონდროითინის სულფატი, ღვიის ხილისა და პიტნის ეთერზეთები, მენთოლი, კამფორი და სხვა.
FLEXIT GOLD GEL ICE გამოიყენება დაჭიმული სახსრების, მყესების და კუნთების აღდგენისთვის. უზრუნველყოფს კომპლექსურ დადებით ეფექტს შემაერთებელ ქსოვილებზე. სწრაფად შეიწოვება და აქვს სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტი.

გელი განკუთვნილია სპორტსმენებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ სხეულის ჯანმრთელობას, იცავენ მას ტრავმებისგან. სპორტული ვარჯიში მოითხოვს კუნთების ყველა ჯგუფის ინტენსიურ მუშაობას. ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სუსტი რგოლი არის სახსრები. პერიარტიკულური სითხე ბლანტი ხდება, ხრტილოვანი ფენა ნადგურდება და თხელდება. გაზრდილი ხახუნი იწვევს სახსრების სხვადასხვა დაავადებას და მცირე დაზიანებებს ვარჯიშის დროს.

 

მოქმედება:
გელის შემადგენლობა მოიცავს ქონდროპროტექტორული თვისებების მქონე ბევრ ნივთიერებას, რომლებიც:

  • უზრუნველყოფენ ჰიალურონის მჟავის სინთეზის სტიმულირებას. ეს უკანასკნელი სინოვიალური სითხის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის არეგულირებს მის სიმკვრივეს. ის ასევე განსაზღვრავს შემაერთებელი ქსოვილის - მყესების, ლიგატების და სინოვიალური გარსის ელასტიურობას.
  • მონაწილეობას იღებენ ხრტილის რეგენერაციაში. 
  • აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.
  • უზრუნველყოფენ სახსრების ქსოვილების აღდგენას.

 

უპირატესობები

  • გელი ადვილად ნაწილდება კანზე;
  • ის სწრაფად შეიწოვება;
  • გააჩნია საშუალო ინტენსივობის გამაგრილებელი ეფექტი - არ იწვევს დისკომფორტს.

 

გამოყენების წესი: რეკომენდებულია გელის წასმა დღეში 2-3-ჯერ კანზე. ნელა შეიზილეთ კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის უბნებზე. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ წაისვათ დაზიანებულ კანზე (აბრაზიები, ღია ჭრილობები). მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის. შეინახეთ 5-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ მზის სხივებისგან მოშორებით.