-6.9%

Pro Complex Gainer

135.00b 145.00b

მარაგშია


  • მოცულობა: 2.27 კილოგრამი

  • Pro Complex Gainer

აღწერა

Pro Complex Gainer Optimum Nutrition არის დაბალანსებული ცილოვან - ნახშირწყლოვანი პროდუქტი, რომელსაც დამატებული აქვს ვიტამინ - მინერალური კომპლექსი და მშრალი კუნთოვანი მასის გაზრდისთვის საჭირო ფერმენტები.

ჩვეულებრივი გეინერების შემადგენლობისგან განსხვავებით, რომლებიც გადატვირთული არიან უბრალო შაქრით და ცხიმებით, Pro Complex Gainer მდიდარია პროტეინით და რთული ნახშირწყლებით კუნთის მასის მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი ზრდისათვის. მასში შემავალი ხარისხიანი პროტეინი, რომელიც შედგება 7 განსხვავებული სახეობის ცილისგან უზრუნველყოფს Pro Complex Gainer -ის მოქმედებას მიღებიდან უკვე 20-30 წუთის შემდეგ, რაც ხელს უწყობს კუნთების სწრაფ აღდგენას და ზრდას და ეს პროცესი მიმდინარეობს 7 საათის განმავლობაში, რაც განპირობებულია სწორად შერჩეული პროტეინების მატრიცით.

Pro Complex Gainer შექმნილია მათთვის, ვისაც სურს უმოკლეს დროში სხეულის მასის მომატება და მშრალი კუნთის მოცულობის გაზრდა, ამავე დროს არ შეექმნას პრობლემა ცხიმის მომატებასთან დაკავშირებით.

Pro Complex Gainer - ის ერთი პორცია (165 გრ.) შეიცავს:

  • 650 კალორია;
  • 60 გრ. 7  სახის პროტეინი, მათ შორის შრატის, კასეინი და კვერცხის;
  • ვიტამინები და მინერალები;
  • ფერმენტები კალორიების სრული შეთვისებისთვის;
  • 85 გრ. ნახშირწყლები;
  • მხოლოდ 5 გრ. შაქარი.

მიღების წესი: ქილაში მოთავსებული ერთი კოვზი (165 გრ.) ფხვნილი გახსენით 400 მლ ცივ წყალში, წვენში, ან უცხიმო რძეში (400 მლ რძე ამატებს 170 კკალ), მოურიეთ დაახლოებით 20 წამი. შეგიძლიათ დაუმატოთ წყალი სასურველი გემოს მისაღებად. გადაანაწილეთ 1-2 პორცია გეინერი ჭამის შუალედებში, ვარჯიშის შემდეგ და ძილის წინ, პროტეინების და კალორიების მიმართ თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად, დღის განმავლობაში აზოტის ბალანსის ზრდის და შენარჩუნებათვის.

ვარჯიშის შემდეგ: მიიღეთ 1 პორცია გეინერი ვარჯიშის დამთავრებიდან 30-60 წუთის შემდეგ, მაქსიმალურად ეფექტური აღდგენისათვის.

ძილის წინ: მიიღეთ 1 პორცია გეინერი ძილის წინ 45-60 წუთით ადრე, რომ უზრუნველყოთ კუნთები საკვები ნივთიერებებით ღამის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია: საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია გეინერის მიღება შეათავსოთ ინტენსიურ ძალისმიერ ვარჯიშთან 3-5 -ჯერ კვირაში და შესაბამის დიეტასთან. მშრალი კუნთოვანი მასის აკრეფისთვის სასურველია სწრაფი და სრული აღდგენა ვარჯიშის შუალედებში.

გაფრთხილება: თუ გაწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, ან იღებთ სამკურნალო პრეპარატებს, გეინერის მიღებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილზე.

 

პორცია: 1 კოვზი (165 გრამი)

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 14