Nitro L-arginine

72.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Tesla Sports Nutrition
  • მოცულობა: 120.00 კაფსულა
  • პორცია: 40

  • Nitro L-arginine

აღწერა

Nitro L- arginine — ვარჯიშამდე მისაღები იდეალური ფორმულა L-ArginineAAKG კომპლექსითა და კალციუმის ალფა-კეტოგლუტარატით,  რომლის დღიური პორცია შეიცავს 5286 მგ. L-არგინინის საერთო რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს აზოტის ოქსიდის დონის მაქსიმალურ გასაზრდელად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლის სწრაფ მიმოქცევას, ენერგიისა დონისა და კუნთების უფრო მეტად ზრდას.

არგინინი წარმოადგენს პირობითად შეუცვლელ ამინომჟავას, რომელსაც უამრავი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია ადამიანის ორგანიზმში. არგინინი  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კუნთოვან ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლისთვის. არგინინი მონაწილეობს ორგანიზმში არსებულ უამრავ პროცესებში. ის აუცილებელია ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ხოლო სპორტსმენები კიდევ უფრო მეტად აფასებენ მას, რადგან ის აქტიურად მონაწილეობს მშრალი კუნთის მასის ზრდაში, ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, ხელს უწყობს ცხიმოვანი მარაგების შემცირებას და კუნთოვანი მასის სწრაფ ზრდას, გამოიყენება ენერგეტიკული ტონუსის ასამაღლებლად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება სქესობრივი დისფუნქციის პროფილაქტიკისათვის, თავის ტვინის, გული და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. მისი მიღება შეუძლიათ როგორც ათლეტებს, ასევე ნებისმიერ ადამიანს ჯანმრთელობს გაუმჯობესების მიზნით.

Nitro L- arginine-ის მოქმედება:

  • ზრდის გამძლეობას და ძალას
  • ზრდის ვარჯიშის ინტენსივობას
  • უზრუნველყოფს ძლიერი „ფამფინგის“ წარმოქმნას
  • აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას კუნთებსა და ტვინში
  • ააქტიურებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას ორგანიზმში
  • ზრდის კონცენტრაციას და მოტივაციას ვარჯიშის დროს.
     

 

 

მიღების წესი: მიიღეთ  1 პორცია დღეში 1-2-ჯერ. მიღების ოპტიმალური დრო - ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე.

 

პორცია: 3 კაფსულა