აღწერა
CREA BOMB - მრავალკომპონენტიანი კრეატინის მატრიცა, უპირობო ლიდერი თანამედროვე სპორტული კვების ბაზარზე! ნუ მიიღებთ მონაწილეობას უშედეგო დებატებში, თუ რომელი ტიპის კრეატინი არის საუკეთესო – მიიღეთ მრავალი სახეობა! „დაბომბეთ" თქვენი კუნთოვანი უჯრედები ყველა მნიშვნელოვანი სახეობის კრეატინით - CREA-BOMB-ით.
უძლიერესი, 6 კომპონენტიანი მულტიკრეატინის მატრიცა გთავაზობთ ყველაზე გამოცდილ და ეფექტურ კრეატინის ფორმას! მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კრეატინი ამ ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას ხანმოკლე დროში, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების დროს, როგორიცაა წონით ვარჯიში და ინტერვალური კარდიო. ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ძალოვან მაჩვენებლებსა და კუნთოვან მასას.
CREA BOMB-ის უპირატესობები:
- კრეატინის 5 სახეობა
- 9 აქტიური ინგრედიენტი
- დამატებული აქვს ტაურინი
- შეიცავს მაგნიუმს და ვიტამინ B3-ს
- არ შეიცავს ასპარტამს.
CREA BOMB-ის მოქმედება:
- უზრუნველყოფს კუნთებში მაქსიმალურ ენერგიას და გამძლეობას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას
- ხელს უწყობს ძალოვანი მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას
- აუმჯობესებს ფოკუსირებას და კონცენტრაციას
- ხელს უწყობს ცილის სინთეზს
- უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას
- ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
- ამცირებს დაღლილობას.
ეს პროდუქტი მეცნიერულად დადასტურებულია ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) და ავტორიზებულია ევროკომისიის (EC) მიერ.
მიღების წესი: თითოეული პორცია (6 გრ) გახსენით 300 მლ წყალში. „ჩატვირთვის პერიოდისთვის“ მიიღეთ 1 პორცია თქვენი სხეულის წონის ყოველ 15 კგ-ზე ყოველდღიურად (ამ გზით კრეატინი უფრო სწრაფად გაჯერებს თქვენს კუნთებს). გაანაწილეთ ეს პორციები მთელი დღის განმავლობაში და მიიღეთ ჭამის წინ, ვარჯიშის დასრულებისთანავე, ან/და ვარჯიშამდე 30 წთ-ით ადრე. 5 დღის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ 1 პორცია დღეში, სასურველია ვარჯიშის დასრულებისთანავე. თუ გსურთ მიიღოთ „ჩატვირთვის ფაზის“ გარეშე, მიიღეთ 1 პორცია ვარჯიშის დასრულებისთანავე ან/და ვარჯიშამდე 30 წთ-ით ადრე.
გაფრთხილება: ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობის პერიოდში. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, მშრალ და გრილ ადგილას. აუცელებელია დღეღამეში მინიმუმ 3 ლიტრა წყლის მიღება.