აღწერა
კოლაგენი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა, ის პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა ქსოვილშია. კოლაგენი ასრულებს ,,წებოს“ ფუნქციას და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა.
კოლაგენის მიღება უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კანის უჯრედებს განახლება აღდგენას, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური, მცირდება ნაოჭების წარმოქმნა, კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში, კოლაგენი უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმა და ფრჩხილის ფორმირებას.
კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვალ- სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ძვალი შედგება კოლაგენური მატრიქსისაგან, კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება კოლაგენის სინთეზი, სუსტდება კოლაგენური მატრიქსი, შესაბამისად სუსტდება ძვლებიც, კოლაგენის მიღებით კი ეს პროცესი მცირდება.
კოლაგენის რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეული ტიპი ჩვენს ორგანიზმში განსხვავებულ როლს ასრულებს.
თევზის კოლაგენი (Fish collagen) არის კოლაგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც შეიცავს I ტიპის ჰიდროლიზებულ კოლაგენს. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით სხვა ტიპის კოლაგენს, როგორიცაა ტიპი IX და ტიპი IV.
ტიპი I კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპია, რომელიც მსხვილ კოლაგენურ ბოჭკოებს ქმნის. წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის , მათ შორის კანის, მყესების, იოგების, ძვლების, ხრტილის, სისხლძარღვების მთავარ სტრუქტურულ ცილას, ასევე შედის თმა, კანის, ფრჩხილების, კუნთების შემადგენლობაში.
Nutriversum Fish collagen-ის შემადგენლობა ერთ პორციაში ( 2 კაფს.)
- ჰიდროლიზებული თევზის კოლაგენი - 1000 მგ.
მიღების წესი: მიიღეთ ერთი პორცია (2 კაფსულა) პირველ კვებასთან ერთად და ერთი პორცია ბოლო კვებასთან ერთად დიდი რაოდენობით სითხით.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მზის სხივებისგან და ტენიანობისგან დაცულ ადგილას. გახსნის შემდეგ არ შეინახოთ პროდუქტი 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.