აღწერა
Nutriversum Ca Zn Mg – მინერალური კომპლექსი შეიცავს აუცილებელ მინერალებს ერთ აბში.
კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად და დიდ როლს ასრულებს ნერვული სისტემის, კუნთებისა და გულის სწორ ფუნქციონირებაში. კალციუმი სხვა მინერალებთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობითაა ორგანიზმში და 99% განთავსებულია ძვლებსა და კბილებში, ასევე სისხლძარღვებსა და უჯრედების გარშემო არსებულ სითხეში. კალციუმი არის უმნიშვნელოვანესი მინერალი, ბიოლოგიური ფუნქციების ფართო სპექტრით. მისი გამომუშავება ნელდება ასაკის მატებასთან ერთად. არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ორგანიზმი მარაგს იღებს ძვლებისგან, რის გამოც ძვლები იფიტება და ხდება მყიფე, შედარებით მარტივად მტვრევადი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კალციუმის დანამატის სახით მიღება, ეს დაგეხმარებათ შეავსოთ მარაგი ორგანიზმში და შეინარჩუნოთ ჯანმრთელი და ძლიერი ძვლები.
თუთია (Zinc) ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის კონტროლში.
მაგნიუმი დიდ როლს თამაშობს ენერგიის გამომუშავებაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, კუნთების ფუნქციასა და ძვლების ჯანმრთელობაში. მაგნიუმი მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ნორმალური კბილების შენარჩუნებას, ნორმალური ძვლების შენარჩუნებას, ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციას, ხელს უწყობს ცილების სინთეზს, უზრუნველყოფს კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოიყენება ელექტროლიტური ბალანსისთვის და გადაღლილობის შესამცირებლად.
კალციუმი, თუთია და მაგნიუმი არის მინერალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სხეულის ფუნქციონირებისთვის.
Nutriversum Ca Zn Mg-ის უპირატესობები:
- თვითოეული პორცია შეიცავს: 365 მგ კალციუმს, 2 მგ თუთის, 207 მგ მაგნიუმს.
- გამდიდრებულია ფოსფორით, სპილენძით და ბორით.
- ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის წნევის რეგულირებაში
- ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს PH-ის დონე
- მნიშვნელოვანი ელემენტია კუნთის შეკუმშვის დროს
- ეხმარება ნერვულ იმპულსებს გადაადგილებაში
- უზრუნველყოფს კბილების სიმტკიცეს
მიღების წესი: მიიღეთ ერთი 1 აბი ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხით.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.