-20.83%

Vitamin D3 4000 IU

19.00b 24.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutriversum
  • მოცულობა: 30.00 აბი
  • პორცია: 30

  • Vitamin D3 4000 IU

აღწერა

D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიტამინია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და აქვს მრავალი სასარგებლო თვისება. მთავარი წყარო მზის სხივებია, მაგრამ ზოგიერთი საკვები ასევე შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით D ვიტამინს, როგორიცაა თევზი, კვერცხი და გარკვეული რძის პროდუქტები. მართალია ხშირად ისმის, რომ D ვიტამინის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია მზეზე 10-30 წუთის განმავლობაში ყოფნა, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით ზამთარში. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია მისი ჩანაცვლება სხვადასხვა დიეტური დანამატების ჩართვით.

D ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი არის ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფორის შეწოვა, რაც ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ვიტამინი D ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ის ასევე ხელს უწყობს კუნთებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
 

Nutriversum ვიტამინი D3 უზრუნველყოფს:

  • ძვალ-სახროვანი სისტემის მინერალიზაციას, მის სიმყარესა და გამძლეობას
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • უზრუნველყოფს კალციუმის, რკინის და ფოსფატის შეწოვას
  • დადებითად მოქმედებს თმის, ფრჩხილის, კანის სიჯანსაღეზე.
  • აძლიერებს ძვლებს, იმუნიტეტს, ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს
  • ემსახურება კიბოს პრევენციას;
  • ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს
  • აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას


 

Nutriversum D ვიტამინის შემადგენლობა 1 პორციაში (1 აბი):

  • ვიტამინი D - 4000 სე (IU)

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ ერთი პორცია (1 აბი) ჭამის დროს დიდი რაოდენობით სითხით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებული ყოველდღიური მოხმარების რაოდენობას! შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, დახურულ მდგომარეობაში 5°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან და ტენიანობისგან დაცულ ადგილას.