BioTech USA - Ashwa+

39.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: BioTech USA
  • მოცულობა: 30.00 კაფსულა
  • პორცია: 30

  • BioTech USA - Ashwa+

აღწერა

მცენარეულ ინგრედიენტებს კაცობრიობა დიდი ხანია იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის და შეიძლება ჩაითვალოს ხალხური ტრადიციების ნაწილად. ექსტრაქტების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ფოკუსირებულია არა მთლიან მცენარეზე, არამედ მისი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების, მისი კონცენტრირებული აქტიური ინგრედიენტების მოპოვებაზე, რომლებიც გამოყოფილია მცენარეული ბოჭკოებისგან. ამის მისაღწევად შეიძლება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება და ამ პროცესს ექსტრაქცია ეწოდება.

Ashwa+ - პროდუქტმა მიიღო სახელი Withania somnifera-სგან, უფრო ცნობილი როგორც აშვაგანდა (Ashwagandha), ასევე ცნობილი როგორც ინდური ჟენშენი. ეს არის აიურვედას ერთ-ერთი ძირითადი მცენარე, მისი ექსტრაქტი, რომელიც არის ლაქტონი, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის. აშვაგანდა ინდური მცენარეა, რომლის ფესვები და ნაყოფი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც ზოგად მატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალება ყოველდღიური და ქრონიკული სტრესის საწინააღმდეგოდ. საუკუნეების განმავლობაში ინდოეთში მუდმივად იყენებდნენ აშვაგანდას ჩაის, როგორც სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებას. აშვაგანდა აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და ხელს უწყობს აღქმისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას. აქვეითებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ამაღლებს გუნება - განწყობილებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს ძილს. აშვაგანდა აძლიერებს იმუნიტეტს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას ქალებსა და მამაკაცებში, ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას და აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს.

დამატებით ინგრედიენტებს მიეკუთვნება კორეული ჟენშენი, უფრო კონკრეტულად კი Panax ginseng და მისი ფესვიდან ამოღებული აქტიური ნივთიერება არის ginsenoside, რომელიც არის საპონინი. ჟენშენი - ძლიერი ადაპტოგენია, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ტრესის მიმართ, უაროფითი გარე ფაქტორებისადმი. ჟენშენი აღადგენს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ორგანიზმზე, აუმჯობესებს მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას, აძლიერებს იმუნიტეტს.

და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ასევე შეიცავს მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტს და მის აქტიურ ინგრედიენტებს, მათ შორის პოლიფენოლებს, EGCG-ს (ეპიგალოკატექინ გალატი), კატექინს.


BioTech USA Ashwa+ -ის უპირატესობები:

  • 500 მგ აშვაგანდას ექსტრაქტი
  • 125 მგ კორეული ჟენშენის ექსტრაქტი
  • 75 მგ მწვანე ჩაის ექსტრაქტი
  • მცენარეული ექსტრაქტებიდან მიღებული 5 აქტიური ინგრედიენტის კომპლექსით
  • შეფუთვა შეიცავს 30 დღიურ პორციას

 

BioTech USA Ashwa+ -ის დადებითი თვისებები:

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას
  • არეგულირებს უძილობას
  • აქვეითებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს
  • გამოიყენება ძილის დარღვევის შემთხევვაში
  • გამოიყენება კლიმაქტერული სინდრომი პერიმენოპაუზის დროს
  • გამოიყენება დეპრესიის მკურნალობის დროს
  • უძრუნველყოფს ძალების აღდგენას (ქრონიკული დაღლილობა - დაღლილობის სინდრომი )
  • არეგულირებს სექსუალურ დისფუნქციას
  • ამაღლებს ტესტოსტერონს
  • გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება
  • უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გაზრდას
  • გამოიყენება მიოკარდიული ინფარქტის დროს
  • გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს
  • წარმოადგენს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებას
  • გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად
  • აუმჯებესებს მეხსიერებას
  • ააქტიურებს ტვინის მუშაობას
  • აუმჯობესებს განწყობას.

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში, წყლის დიდი რაოდენობით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ მიიღოთ მშიერ კუჭზე.

გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე პირებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული რაიმე ძირითადი დაავადების, ან მედიკამენტების შემთხვევაში!