PUMP Shot - 60 ml.

6.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutrend
  • მოცულობა: 60.00 მლ.
  • პორცია: 1

  • PUMP Shot - 60 ml.

აღწერა

PUMP SHOT- კომპანია Nutrend წარმოგიდგენთ ინოვაციურ, ყველასათვის პოპულარულ ვარჯიშამდე მისაღები უძლიერეს კომპლექსს PUMP-ს უკვე შოთების სახით. PUMP-ის ენერგეტიკული შოთები დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტური და ინტენსიური გახადოთ თქვენი ვარჯიში. 

PUMP არის ყველაზე მაღალეფექტური კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია ყველა კატეგორიის სპორტსმენისთვის მაღალინტენსიური დატვირთვის დროს, უზრუნველყოფს უძლიერესი ენერგიის მოზღვავებას, გამძლეობას კონცენტრაციასა და ფოკუსირებას.

Nutrend PUMP SHOT შეიცავს საგულდაგულოდ შერჩეულ ინგრედიენტების გაძლიერებულ დოზებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ფორმულა ძირითადად შეიცავს ამინომჟავას L-ციტრულინ მალატს, რომელიც ფუნქციონირებს როგორც არგინინის წინამორბედი. ეს უკანასკნელი ემსახურება როგორც სუბსტრატს აზოტის ოქსიდის (NO) წარმოებისთვის, რომლის მთავარი როლი ორგანიზმში არის ვაზოდილაცია, ანუ სისხლძარღვების დაჭიმვა. ეს საშუალებას იძლევა მეტი ჟანგბადი მიაღწიოს კუნთებს, რაც მნიშვნელოვანია მაქსიმალური მუშაობისთვის.

  • Gotu kola - იდეალურია კონცენტრაციისთვის
  • ქოლინი - ბიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ნაწილობრივ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ის პოპულარულია წონის დაკლების, დიეტის დროს.
  • ვიტამინი B6 - დაღლილობისა და გადაღლილობის შესამცირებლად, ნერვული სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის და სისხლის წითელი უჯრედების სწორად ფორმირებისთვის. 
     

PUMP SHOT-ის უპირატესობები:

  • არ შეიცავს კოფეინს
  • 2000 მგ L-ციტრულინის მალატი
  • ქოლინი ცხიმების მეტაბოლიზმისთვის
  • გაძლიერებულია გოტუ კოლას ექსტრაქტით
  • არ შეიცავს შაქარს
  • პრაქტიკული შეფუთვა
     

სწორედ ამ უნიკალური კომპლექსის წყალობით, PUMP წარმოადგენს ვარჯიშამდე მისაღებ ლიდერ პროდუქტს თანამედროვე სპორტული კვების ბაზარზე, რომელიც გამოიყენება როგორც პროფესიონალი სპორტსმენების მიერ, ასევე პოპულარულია ფიტნესის მოყვარულებს შორის.

 

 

 

მიღების წესი: დალიეთ 1 ცალი (60 მლ.) ფიზიკურ დატვირთვამდე 15 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მლ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განკუთვნილია პირდაპირი მოხმარებისთვის ან სპორტულ სასმელში განზავებისთვის. მოიხმარეთ გახსნისთანავე. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ! ჩხვლეტის შეგრძნება ბუნებრივი რეაქციაა.