CITRULLINE MALATE 3000

59.00b

The stock is exhausted


  • Manufacturer: Everbuild Nutrition
  • Volume: 200.00 გრამი
  • Portion: 66

  • CITRULLINE MALATE 3000

Description

L- ციტრულინი არის პირობითად შეუცვლელი ამინომჟავა, რომლის გამომუშავებაც ორგანიზმს არ შეუძლია დიდი დატვირთვის პირობებში, შესაბამისად საჭიროა მისი დანამატის სახით მიღება. ბუნებრივი სახით ციტრულინი დიდი რაოდენობით გვხვდება საზამთროში, კიტრში, გოგრაში. ციტრულინ მალატი არის L-ციტრულინისა და ვაშლის მჟავის კომბინაცია; ვაშლის მჟავა ორგანული მჟავაა, რომელიც გვხვდება ხილში, ხოლო L-ციტრულინი შედის L-არგინინისა და L-ორნითინის შემადგენლობაში.

ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შარდოვანი ციკლის ფუნქციონირებაში, კერძოდ ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან, როგორიცაა მაგალითად ამიაკი. ციტრულინი ასევე აფართოებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს მიეწოდება მეტი ჟანგბადი და ამის შედეგად მშრალი კუნთის მასის ზრდის პროცესიც უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

         

CITRULLINE MALATE-ს უპირატესობები:

  • არ შეიცავს შაქარს;
  • არ შეიცავს ასპარტამს;
  • ამცირებს გადაღლილობის შეგრძნებას და უზრუნველყოფს ორგანიზმს მაქსიმალური ენერგიით;
  •  ზრდის ვარჯიშის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას;
  •  არის ადვილად ათვისებადი;
  • გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი.



     

 

CITRULLINE MALATE-ს შემადგენლობა(3,2 გ):

·   L-citrulline - 3000 mg 

 
 

CITRULLINE MALATE-ს  მიღება რეკომენდირებულია, თუ:

  • დაკავებული ხართ აქტიური სპორტით  და დამატებით გჭირდებათ ენერგია ვარჯიშის დროს;
  •  ხართ ბოდიბილდერი;
  • აკეთებთ ფუნქციურ ვარჯიშებს;
  • გინდათ შეამსუბუქოთ გადაღლილობის შეგრძნება;
  •  მიაწოდოთ ორგანიზმს მეტი აზოტის ოქსიდი უმოკლეს დროში.
     

 

 

მიღების წესი: გახსენით 1/2 კოვზი (3 გ.) 200 მლ.  წყალში, მიიღეთ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე. არ გადააჭარბოთ მოცემულ დოზირებას.

 

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

 

პორცია: 3 გ.

 

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 66