Description
Stanabol Max Powder არის კომპანია Superior 14-ის უახლესი ფორმულა მამაკაცებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ტესტოსტერონის დონის ზრდას, ასევე ზრდის ძალას, ამტანობასა და კუნთის სიძლიერეს, აქვს ანტიესტროგენული მოქმედება. ეს პროდუქტი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ვარჯიშობს აქტიურად, განსაკუთრებით მძიმე წონებზე. პროდუქტი აერთიანებს 12 აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის მცენარეულ ექსტრაქტებს (Maxa Root, Ginseng, Yam Root, Bitter Orange, Alfalfa). მთავარი მოქმედი ნივთიერების, ტრიბულუსის ექსტრაქტის გარდა პროდუქტს დამატებული აქვს ცინკი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ტესტოსტერონის სინთეზი, ვიტამინები B6 და B12, რომლებიც ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს, იცავს ნერვულ სისტემას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. Stanabol max ასევე შეიცავს კოფეინსა და ბეტა-ალანინს, რაც ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვის წინ ორგანიზმის ტონუსში მოყვანას, უზრუნველყოფს ენერგიულობის შენარჩუნებას ვარჯიშის პროცესში და ინტენსიური ვარჯიშის დროს იძლევა წონების გაზრდის შესაძლებლობას.
Stanabol Max Powder-ს სხვა ანაბოლიკებთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:
- ფორმულა აერთიანებს 6 სახეობის მცენარეულ ექსტრატს;
- წარმოდგენილია ფხვნილის ფორმით, რაც ხელს უწყობს სწრაფად ათვისებას;
- ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს ორგანიზმში;
- აძლიერებს შრომისუნარიანობას;
- უზრუნველყოფს ძალოვანი მაჩვენებლების მაქსიმალურ ზრდას;
- პროდუქტი განკუთვნია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის;
- ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას;
- ზრდის ტესტოსტერონს 331% -ით;
- უზრუნველყოფს კუნთის გამძლეობის მაქსიმალურ ზრდას;
- აძლიერებს ლიბიდოს - სექსუალურ ლტოლვასა და ეროტიკულ განწყობას;
- შეიცავს 95%-მდე საპონინებს;
- დამატებული აქვს ცინკი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესში;
- ორგანიზმს მატებს ძალას უმოკლეს დროში;
- გამდიდრებულია B3 და B6 ვიტამინებით;
- დამატებული აქვს კოფეინი და ბეტა ალანინი, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ენერგიას ვარჯიშის დროს.
მიღების წესი: გახსენით 1 პორცია (9გ) 250 მლ ცივ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ. 12 კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ მიღების შემთხვევაში შეისვენეთ 2 კვირა.
გაფრთხილება: ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობის პერიოდში. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.
პორცია: 9 გ.