Description
Zinc Chelated - კომპანია HAYA LABS-ის თუთია(ცინკი) ტაბლეტების სახით წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ცილის სინთეზს, ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს და აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი. თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო ფუნქციების სწორად შესრულებაში, ააქტიურებს კუნთის მასის აღდგენის პროცესს, ზრდის ინსულინის გამომუშავებას და აუმჯობესებს სისხლის ხარისხს. უფრო მეტიც, ეს მინერალი ზრდის ენერგიას მაღალ ინტენსიური ვარჯიშების დროს.
გარდა ამისა, თუთია ხელს უწყობს რეპროდუქციული ორგანოების განვითარებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას და სასარგებლო გავლენას ახდენს პროსტატის ჯანმრთელობაზე. ეს ფასდაუდებელი მინერალი მხარს უჭერს ტვინის აქტივობას, ეხმარება ფსიქიკური აშლილობის დროს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის სინთეზში. თუთია ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სხეულში, აჩქარებს შინაგანი ჭრილობების შეხორცებას და აძლიერებს ფრჩხილებს.
HAYA LABS-ის თუთიას მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:
- ხელს ვუწყობს ცილის სინთეზს;
- აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს;
- არის ძლიერი ანტიოქსიდანტი;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- ზრდის ენერგიულობას;
- ხელს უწყობს რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
- ხელს უწყობს პროსტატის ჯანმრთელობას;
- აუმჯობესებს ტვინის აქტივობას;
- ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას;
მიღების წესი: მიიღეთ 1 აბი დღეში, ჭამის შუალედებში.
გაფრთხილება: მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
პორცია: 1 აბი