Vitamin C

17.00b

The stock is exhausted


  • Manufacturer: BioTech USA
  • Aroma: Lemon
  • Volume: 20.00 აბი
  • Portion: 20

  • Vitamin C

Description

C ვიტამინი - შუშხუნა აბები კომპანია BIOTECH USA-სგან.                                

დატვირთული ხართ ინტენსიური ვარჯიშით და გსურთ მცირედით დაეხმაროთ თქვენს სხეულს? გრძნობთ, რომ უენერგიოდ ხართ და გამოცოცხლება გჭირდებათ? ან უბრალოდ გსურთ იმუნიტეტის გაძლიერება? ყველა შემთხვევაში დაგეხმარებათ C ვიტამინი. C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას და ამ გზით ძვლების, ხრტილების, ღრძილების, კანისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ჟანგვითი პროცესისგან.

BioTech USA-ს ვიტამინი C შუშხუნა აბების სახით დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში. თითოეული აბი შეიცავს 1000 მგ. C ვიტამინს, რომელიც იხსნება წყალში და მისი მიღება შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელის სახით მთელი დღის განმავლობაში.

 

ვიტამინი C უამრავი დადებითი მოქმედებით ხასიათდება:  

  • წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე; 
  • ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს; აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას.
  • სტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას;
  • აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
  • უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში;
  • ვიტამინი С-ს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; 
  • ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 


BioTechUSA -ს C ვიტამინის უპირატესობები:

  • შეიცავს 1000 მგ C ვიტამინს თითო პორციაზე;
  • არ შეიცავს შაქარს;
  • არ შეიცავს გლუტენს;
  • არ შეიცავს ლაქტოზას;

      

 

მიღების წესი:  გახსენით 1 აბი 200 მგ. წყალში და მიიღეთ დილით, უზმოზე.

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის სინათლეს.

 

პორცია: 1 აბი.