Description
Protein Power 1 kg. - ახალი, კომპლექსური მოქმედების, უმაღლესი ხარისხის პროტეინი, მშრალი კუნთოვანი მასის აქტიური ზრდისთვის. აღნიშნული პროტეინი შეიცავს ერთდროულად რამოდენიმე სახეობის პროტეინს: კაზეინს, შრატის კონცენტრატს და სოიოს იზოლატს. პროტეინის თვითოეულ სახეობას გააჩნია თავისი ფუნქცია, რომლებიც უზრუნველყოფენ კუნთის მასის სწრაფ და ხარისხიან ზრდას.
Protein Power-ის თვითოეული პორცია შეიცავს 4.5 გრამ L-გლუტამინს, რომელიც უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების სრულ აღდგენას მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. გარდა გლუტამინისა, აღნიშნული პროტეინის შემადგენლობა გამდიდრებულია მთელი რიგი ამინომჟავების კომპლექსით, რომლებიც ავსებენ ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებებს.
==============================================================
100% Creatine Monohydrate BioTech 300 g. — მაღალი ხარისხის, სუფთა კრეატინ მონოჰიდრატი ფხვნილის სახით, რომელიც განკუთვნილია კუნთოვანი მასისა და ძალის სწრაფი ზრდისთვის.
100% Creatine Monohydrate - ის თვითოეული პორცია წარმოადგენს 3.4 გრამ სუფთა კრეატინ მონოჰიდრატს, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტურ ეფექტურობას, მაღალ ხარისხს და არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.