აღწერა
კოლაგენის ჟელიბონები (Collagen Gummies) - კომპანია Nutrend-ის უახლესი, ინოვეციური პროდუქტი. განიცადეთ თანამედროვე რევოლუცია კანის მოვლაში და გაანებივრეთ საკუთარი თავი კოლაგენის მარაგის აღსადგენად მარტივი და სასიამოვნო გზით ამ გემრიელი ჟელიბონებით.
Nutrend-ის კოლაგენის ჟელიბონები (Collagen Gummies) შეიცავს Naticol®-ის ზღვის კოლაგენის პეპტიდებს, რომლებიც მიიღება I ტიპის კოლაგენისგან, ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული კოლაგენისგან. კოლაგენი მნიშვნელოვანია ძვლების, სახსრების, მყესების, კანისა და სისხლძარღვებისთვის. ეს ჟელეები ასევე გამდიდრებულია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის ოპტიმალური წარმოქმნისა და იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
Nutrend Collagen Gummies-ის უპირატესობები:
- შეიცავს Naticol®-ის კოლაგენის პეპტიდებს, რომლებიც მიღებულია ზღვის თევზისგან.
- ისინი ხელს უწყობენ კოლაგენის ოპტიმალურ წარმოქმნას ჯანსაღი კანის, კბილების, სისხლძარღვების, ძვლებისა და ხრტილისთვის.
- გამდიდრებულია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს იმუნურ სისტემას და ათვისების პროცესს.
- საღეჭი ჟელიბონი გამოირჩევა ალუბლის სასიამოვნო არომატით.
- მარტივია მოსახმარად და სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში
- თითოეული ჟელიბონი შეიცავს 700 მგ. კოლაგენს.
მიღების წესი: მიიღეთ მაქსიმუმ 1-2 ჟელიბონი დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე და მიირთვით 2 თვის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდირებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსული და მეძუძური დედებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სითბოს, ყინვას, ტენიანობას და მზის პირდაპირ სხივებს.