აღწერა
Nutrend Sleep Supp+ – მცენარეული ექსტრაქტები უკეთესი ძილისთვის!
კარგი ძილი აუცილებელია მათთვის, ვისაც დატვირთული ყოველდღიური რეჟიმი აქვს. 10 საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტისგან შემდგარი ეს კომპლექსი სპეციალურად საღამოს რუტინისთვისაა შექმნილი. ის შეიცავს აშვაგანდას, ვალერიანის, ლიმონის მელისა და სვიის მცენარეულ ექსტრაქტებს, ასევე L-ტრიპტოფანს, L-თეანინს, GABA-ს, მაგნიუმს, თუთიასა და ვიტამინ B6-ს.
Nutrend Sleep Supp+ - ის მახასიათებლები:
- 10 ინგრედიენტი მოსახერხებელი კაფსულების სახით
- შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს: აშვაგანდას, ვალერიანს, ლიმონის მელისასა და სვიას
- შემადგენლობაშია L-ტრიპტოფანი, L-თეანინი და GABA
- მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის წყალობით, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობასა და ფსიქოლოგიური ფუნქციების ნორმალურ მდგომარეობას
- ამცირებს დაღლილობისა და გამოფიტვას
- თუთია ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების ნორმალურ მდგომარეობას.
რატომ Nutrend Sleep Supp+?
Nutrend Sleep Supp+ კაფსულები შეიცავს მცენარეული ექსტრაქტების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების საღამოსთვის განკუთვნილ, საგულდაგულოდ შერჩეულ კომბინაციას. დოზირება მოქნილია და მისი ჩართვა თქვენს ყოველდღიურ საღამოს რუტინაში ძალიან მარტივია.
მიღების წესი: მიიღეთ 1–3 კაფსულა ძილის წინ დაახლოებით 30 წუთით ადრე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. გახსნის შემდეგ შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ მიიღოთ უზმოზე. EGCG-ის (ეპიგალოკატეხინ-გალატის) დღიურმა რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 800 მგ-ს (სხვა პროდუქტებიდან მიღებული რაოდენობის ჩათვლით). შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სითბოს, ყინვასა და ტენიანობას.