Vitamin D-3 / 5000 IU / 100 caps

67.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Haya Labs
  • მოცულობა: 100.00 კაფსულა
  • პორცია: 100

  • Vitamin D-3 / 5000 IU / 100 caps

აღწერა

წარმოგიდგენთ პრემიუმ კლასის კომპანია Haya Labs-ის Vitamin D3-ს, 5000 სე შემადგენლობით, რომელიც მიღებულია ქოლეკალციფეროლისგან და მატებს ძვლებს სიმკვრივეს.

Haya Labs-ის Vitamin D3-ის უპირატესობები:

  • თვითოეული პორცია შეიცავს 5000 IU ვიტამინ D3-ს
  • ხელს უწყობს სახსრების კარგ ფუნქციონირებას
  • მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის
  • ხელს უწყობს კანის გაუმჯობესებას

 

D ვიტამინი მცირე რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა საკვებში, მათ შორის ცხიმიან თევზებში, როგორიცაა ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი და თინუსი. D ვიტამინი უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, მას უმატებენ რძის პროდუქტებ, წვენებ და ბურღულეულ, რომლებზეც შემდეგ ამბობენ, რომ ისინი "გამდიდრებულია D ვიტამინით". მაგრამ D ვიტამინის უმეტესობა - 80–90% რასაც ორგანიზმი იღებს - მიიღება მზის სხივების ზემოქმედებით.

ვიტამინი D გამოიყენება რაქიტის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ, დაავადება, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით (D ვიტამინის ნაკლებობით). ვიტამინი D ასევე გამოიყენება სუსტი და დაზიანებული ძვლების სამკურნალოდ (ოსტეოპოროზი), ძვლების ტკივილის დროს (ოსტეომალაცია), ადამიანებში ძვლოვანი მასის დაკარგვის დროს, რომელსაც ჰიპერპარათირეოზი ეწოდება და მემკვიდრეობითი დაავადება (osteogenesis imperfecta), როდესაც ძვლები განსაკუთრებით მტვრევადი და ადვილად გატეხილია. ის ასევე გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე ადამიანებში.

ვიტამინი D გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების დაავადებების დროს, ასევე მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. იგი ასევე გამოიყენება დიაბეტის, სიმსუქნის, კუნთების სისუსტის, გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD), ასთმის, ბრონქიტის, პრემენსტრუალური სინდრომის (PMS), ასევე კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს.

ვიტამინ D ფართოდ გამიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ვიტილიგო, სკლეროდერმია, ფსორიაზი, აქტინიკური კერატოზი და ვულგარული წითელი მგლურა. ის ასევე გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, აუტოიმუნური დაავადებების პროფილაქტიკისა და სიმსივნის პროფილაქტიკისთვის.

იმის გამო, რომ ვიტამინი D მონაწილეობს მინერალების დონის დარეგულირებაში, როგორიცაა ფოსფორი და კალციუმი, ის გამოიყენება ფოსფორის დაბალი დონის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია და ფანკონის სინდრომი) და კალციუმის დაბალი დონის (ჰიპოპარათიროიდიზმი და ფსევდოჰიპოპარათირეოზიზმი) პირობებში.

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ დღეში 1 კაფსულა საკვებთან ერთად

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1 კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 100