Superior Omega 3

37.00b

მაგარში არ არის


  • მწარმოებელი: Superior 14
  • მოცულობა: 60.00 კაფსულა
  • პორცია: 60

  • Superior Omega 3

აღწერა

Omega-3 - ეს არის პრემიუმ კლასის ბრენდის Superior 14-ის უმაღლესი ხარისხის თევზის ქონიჟელატინის კაფსულებში E ვიტამინთან ერთად, რომელიც შეიცავს 1000 მგ. სუფთა სახის ომეგა 3-ს და 5 მგ. E ვიტამინს.

ომეგა - 3 გახლავთ ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.

 

Omega-3 Superior-ის ბიოლოგიური მოქმედება:

  • აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;
  • აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;
  • აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას;
  • არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;
  • ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;
  • არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებს არტერიულ წნევას;
  • ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  • როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;
  • ხსნის უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

 

Omega-3  Superior-ის შემადგენლობა 1 პორციაში (1 კაფს.):

  • თევზის ქონი (35% ომეგა-3) - 1000 მგ.
  • 18% ეიკოზაპენტაენური მჟავა (EPA) - 180 მგ.
  • 12% დოკოზაჰექსაენურ მჟავა (DHA) - 120 მგ.
  • E ვიტამინი - 5 მგ.

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1კაფსულა დღეში 1-2-ჯერ ჭამის დროს.

 

პორცია: 1 კაფსულა

პორციის რაოდენობა შეფუთვაში: 60