Wellness Daily Protein

60.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Kompava
  • არომატი: ქოქოსი
  • მოცულობა: 500.00 გრამი

  • Wellness Daily Protein

აღწერა

სამკომპონენტიანი ცილა (65%), რაც უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ამინომჟავებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დღის განმავლობაში ეტაპობრივ მიწოდებას.
 

ეფექტი:

  • ეფექტურად ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით;
  • ხელს უწყობს სხეულის სასურველი ფორმის მიღებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს;
  • უზრუნველყოფს სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერების თანმიმდევრულ მიწოდებას. მისი „გრძელვადიანი საწვავის ეფექტი“ ნიშნავს, რომ ცილები და ცხიმები ნელ-ნელა გამოიყოფა სისხლში და ორგანიზმს მთელი დღის მანძილზე კვებავს, რაც ხელს უწყობს სხეულის რეგენერაციას, დიდი ხნის განმავლობაში;
  • მინერალური თუთია, თავისი შემადგენლობისა და C და E ვიტამინების წყალობით, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
  • მშრალი ცილოვანი ნარევები მზადდება დელიკატურად, რათა შენარჩუნდეს ბიოლოგიური და კვებითი ღირებულების მქონე ყველა ნივთიერება, დენატურაციის გარეშე.

შემადგენლობა:

  • ყოველ 100 გრ. ფხვნილზე 40 გრ. შრატის პროტეინის კონცენტრატი (WPC), 20 გრ კვერცხის ცილა და 15 გრ. მთლიანი რძის ცილა.
  • შრატის ცილის კონცენტრატი (WPC; 80-85% ცილა): მყისიერად შეწოვადი პროტეინი შეუცვლელი ამინომჟავების დიდი შემცველობით (21,5 გ BCAA შრატის 100 გრ.-ზე);
  • მთლიანი რძის ცილის კონცენტრატი (TMP – 80-85% ცილა): ნელი და ხანგრძლივი ათვისების ცილა, მაღალი კვებითი ღირებულებით, მინერალების და BCAA-ს მაღალი შემცველობით (20,3 გრ, 100 გრ.-ზე);
  • კვერცხის ცილის იზოლატი (80-85% ცილა): ყველაზე ხანგრძლივი ათვისების ცილა, კალციუმის დიდი შემცველობით, მაღალი კვებითი ღირებულებით და BCAA-ს დიდი შემცველობით (20,3 გრ 100 გრ.-ზე);
  • MCT ცხიმები – ადვილად გადამუშავებადია, არ ინახება ცხიმოვან უჯრედებში, გამოიყენება, როგორც ენერგიის სწრაფი წყარო, კუნთების მეტაბოლიზმისთვის. იცავს კუნთს მჟავიანობისგან და დაღლილობისგან. აქრობს შიმშილს, ქრონიკულ დაღლილობას და გაღიზიანებას, რომლებიც გამოწვეულია შაქრის ნაკლებობით. იმის გამო, რომ MCT ცხიმები ზრდის ინსულინის დონეს, ხოლო სისხლში შაქრის (გლუკოზს) დონე არ იზრდება, ორგანიზმი დაცულია ჰიპოგლიკემიური შოკისგან, რომელიც შეიძლება განვითარდეს გრძელვადიანი ვარჯიშის დროს.
  • ინულინი – ფხვნილში 10%-ით წარმოდგენილი, არის პოლისაქარიდი, რომელიც ნაწლავებში მოქმედებს, როგორც ხსნადი ბოჭკო. იგი წარმოადგენს ენერგიის წყაროს ბაქტერიული ფერმენტებისთვის და მოქმედებს როგორც პრობიოტიკების საკვები არე. ინულინის ბოჭკო არ შეიწოვება, ამიტომ მისი კალორიულობა დაბალია და, შესაბამისად, არ ზრდის სისხლში შაქრის დონეს.
  • L- გლუტამინი – ხელს უწყობს კუნთოვანი უჯრედების გამართულ ფუნქციონირებას და აუმჯობესებს აზოტის ბალანსს. ხელს უწყობს ცილის სინთეზს, ვარჯიშის შემდეგ კუნთს იცავს კატაბოლიზმისგან და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციას. სისხლის თეთრი უჯრედების ენერგიით მომარაგებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
  • BCAA 2: 1: 1 – აუმჯობესებს ორგანიზმის რეგენერაციიას. გამდიდრებულია ვიტამინით B6, რომელიც აუცილებელია ამინომჟავების სრულყოფილი მეტაბოლიზმისთვის.
  • ფერმენტები- შეიცავს პროტეაზას, პაპაინს, ბრომელაინს, ამილაზას, ცელულაზას, ლაქტაზას და ლიპაზას (25 მგ ერთ დოზაზე). ნებისმიერი ბიოქიმიური რეაქცია, საჭმლის გადამუშავებიდან დნმ-ის კოპირებამდე, დამოკიდებულია ამ ფერმეტებზე;
  • ვიტამინი C – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, კოლაგენის ნორმალურ გამომუშავებას, ძვლებისა და ხრტილების, ღრძილების, კანისა და კბილების ჯანმრთელობას.
  • ქრომი – ზრდის ინსულინის ეფექტურობას, საჭიროა ზრდის ჰორმონის წარმოებისათვის, ხელს უწყობს ცხიმების გამოყენებას, სასურველი ენერგიის გამოსამუშავებლად, ხელს უწყობს კუნთების ზრდას, ამცირებს ტკბილეულზე მოთხოვნილებას, არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს.
  • თუთია – მნიშვნელოვანი მინერალი შემაერთებელი ქსოვილების ფორმირებისთვის, მაგ., კოლაგენი, აძლიერებს ბუნებრივი ტესტოსტერონის გამოყოფას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

რეკომენდირებულია:

  • დამწყები ათლეტებისათვის
  • გამოცდილი სპოტსმენებისა და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისათვის
  • ფიზიკურად მძიმე სამუშაოს დროს
  • ჭარბწონიანი ადამიანებისათვის
  • 14 წლიდან ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის

 

 

 

მიღების წესი:

  • ახალგაზრდები 14  წლიდან: 1 – 2-ჯერ დღეში 2 კოვზი (35 გრ);
  • მოზრდილები: დღეში 3 – 5-ჯერ დღეში მიიღეთ  2 კოვზი (35 გრ), კვებებს შორის, სასურველია დილით, ვარჯიშამდე 1 საათით ადრე და 1 საათის შემდეგ, ან ძილის წინ;
  • მაქსიმალური რეკომენდებული რაოდენობა კუნთების განვითარებისთვის: 2 გრ ცილა 1 კგ სხეულის მასაზე.