FLEXIT GOLD GEL

30.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutrend
  • მოცულობა: 100.00 მლ.

  • FLEXIT GOLD GEL

აღწერა

FLEXIT GOLD GEL -  ეს არის აქტიური ნივთიერებების მაღალეფექტური კომპლექსი MSM-ის, გლუკოზამინის სულფატის მაღალი შემცველობით.

Flexit Gold Gel განკუთვნილია სპორტსმენებისთვის, რომლებიც ინარჩუნებენ სხეულის ჯანმრთელობას, იცავენ მას ტრავმებისგან. სპორტული ვარჯიში მოითხოვს კუნთების ყველა ჯგუფის ინტენსიურ მუშაობას. ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სუსტი რგოლი არის სახსრები. პერიარტიკულური სითხე ბლანტი ხდება, ხრტილოვანი ფენა ნადგურდება და თხელდება. გაზრდილი ხახუნი იწვევს სახსრების სხვადასხვა დაავადებას და მცირე დაზიანებებს ვარჯიშის დროს.

დაზიანების რისკის შესამცირებლად და სახსრების ქსოვილების დროული რეგენერაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქონდროპროტექტორების გამოყენება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ინარჩუნებენ პერიარტიკულური სითხის ოპტიმალურ შემადგენლობას და წარმოადგენს ერთგვარ სშენ მასალას ხრტილებისთვის. ისინი თავმოყრილია Flexit Gold Gel-ში, რომელიც შექმნილია სპეციალურად თქვენი სახსრების დასაცავად.

FLEXIT GOLD GEL გამოიყენება დაჭიმული სახსრების, მყესების და კუნთების აღდგენისთვის. უზრუნველყოფს კომპლექსურ დადებით ეფექტს შემაერთებელ ქსოვილებზე. სწრაფად შეიწოვება და აქვს სასიამოვნო გამახურებელი ეფექტი.


მოქმედება:
გელის შემადგენლობა მოიცავს ქონდროპროტექტორული თვისებების მქონე ბევრ ნივთიერებას, რომლებიც:

  • უზრუნველყოფენ ჰიალურონის მჟავის სინთეზის სტიმულირებას. ეს უკანასკნელი სინოვიალური სითხის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის არეგულირებს მის სიმკვრივეს. ის ასევე განსაზღვრავს შემაერთებელი ქსოვილის - მყესების, ლიგატების და სინოვიალური გარსის ელასტიურობას.
  • მონაწილეობას იღებენ ხრტილის რეგენერაციაში. 
  • აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.
  • უზრუნველყოფენ სახსრების ქსოვილების აღდგენას.

 

უპირატესობები

  • გელი ადვილად ნაწილდება კანზე;
  • ის სწრაფად შეიწოვება;
  • გააჩნია საშუალო ინტენსივობის დათბობის ეფექტი - არ იწვევს დისკომფორტს, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას.

 

შემადგენლობა:

  • გლუკოზამინის სულფატი - ეს არის გლუკოზამინის ნაერთი, რომელიც საუკეთესოდ შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ. მას აქვს 90% ბიოშეღწევადობა. სულფატის ჯგუფი ნეგატიურ იონებს შეჰყავს პროტეოგლიკანებში, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურაში სითხის შეკავებას. ეს იცავს მას დეჰიდრატაციისა და დეგენერაციული პროცესების განვითარებისგან.
  • მეთილსულფონილმეთანი (MSM) - გოგირდის ნაერთი. მონაწილეობს სხვა აუცილებელი ნივთიერებების - გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სინთეზში. პასუხისმგებელია კოლაგენის გამომუშავებაზე, რომელიც აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის გასაძლიერებლად. აძლიერებს რეგენერაციას, ხელს უშლის დეგენერაციულ ცვლილებებს.
  • ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი - უზრუნველყოფს კალციუმის შეკავებას ძვლის სიმკვრივისთვის. პასუხისმგებელია ჰიალურონის მჟავის სინთეზზე, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ამცირებს ანთებით პროცესებს.
  • მენთოლი - გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზიისთვის.
  • კედარის ზეთი და ქერქი, ევკალიპტის ზეთი - აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  • გარდა ჩამოთვლილი ინგრედიენტებისა, პროდუქტი ასევე შეიცავს წყალს, პროპილენ გლიკოლს, ლეციტინს, ეთილჰექსილგლიცერინს, ლიმონინს, მეთილის სალიცილატს, დიმეთილ სულფონს და ა.შ.
  • არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.

 

 

 

 

გამოყენების წესი: რეკომენდებულია გელის წასმა დღეში 2-3-ჯერ კანზე. ნელა შეიზილეთ კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის უბნებზე. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ წაისვათ დაზიანებულ კანზე (აბრაზიები, ღია ჭრილობები). მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის. შეინახეთ 5-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ მზის სხივებისგან მოშორებით.