-23.38%

С4 Original - 30 serv.

59.00b 77.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Cellucor
  • არომატი: ლურჯი ჟოლო მწვანე ვაშლი საზამთრო
  • მოცულობა: 195.00 გრამი
  • პორცია: 30

  • С4 Original - 30 serv.

აღწერა

С4 Original – უძლიერესი ვარჯიშამდე მისაღები კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შრომისუნარიანობის, ძალისა და გამძლეობის მაქსიმალურად გაზრდას. С4 Original -ის შემადგენლობა შეიცავს უძლიერეს კომპონენტებსა და ინგრედიენტებს, რომლებიც ეფექტურად ზრდიან ენერგიის დონეს და ძალოვან მაჩვენებლებს. მისი თვითოეული პორცია შეიცავს 1000 მგ. ბეტა-ალანინს, 1000 მგ. კრეატინის ნიტრატს, 1000 მგ. არგინინს, აგრეთვე 0,6 გრამ უნიკალურ ენერგეტიკულ ნაერთს.

С4 Original - ის ძირითადი კომპონენტები:

  • კრეატინის ნიტრატი (Creatine Nitrate) - პროდუქტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ატფ-ის სინთეზის გაძლიერებას და ანაბოლიზმის პროცესის გაუმჯობესებას. გარდა ამისა კრეატინ ნიტრატი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და უზრუნველყოფს კუნთის ქსოვილებში საკვები ნივთიერებების უკეთესად მიწოდებას.
  • ბეტა-ალანინი - წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს, აუმჯობესებს გამძლეობას და შრომისუნარიანობას, მონაწილეობს შაქრის და სხვა ორგანული მჟავების მეტაბოლიზმში. 
  • არგინინი AKG - აღნიშნული პრეპარატი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონისა და ინსულინის გამომუშავებას, ის ასევე აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი მარაგების შემცირებას. არგინინი აუცილებელია პროტეინის სინთეზისათვის,
  • კოფეინი – ნერვული სისტემის მუშაობის და ენერგიის გამომუშავების ძლიერი სტიმულატორი. მისი დამსახურებით თქვენ ვერ იგრძნობთ დაღლას, მაღლდება ფოკუსირება და კონცენტრაცია. 
  • ვიტამინი B12 - ხელს უწყობს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გაუმჯობესებას და გაძლიერებას.

 

 

 

მიღების წესი: შეჩვევისთვის თავდაპირველად რეკომენდირებულია მიიღოთ 1 პორცია (6.5გრ.) 30 წუთით ადრე ვარჯიშამდე. დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ 2 პორციამდე (2 კოვზი). თვითოეული პორცია გახსენით 150-200 მლ. წყალში (2 პორცია - 250-300 მლ. წყალში). ვარჯიშის დროს და დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, მშრალ და გრილ ადგილას.

 

პორცია: 1 კოვზი (6.5 გრამი)