აღწერა
Iso Whey Prozero - მსოფლიოში აღიარებული, პრემიუმ კლასის მაღალცილოვანი შრატის პროტეინის იზოლატი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა არამარტო სპორტული კვების ბაზარზე, არამედ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა შორის. იზოლირებული შრატის პროტეინის გამოყენება უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხარისხს და ასევე წარმოადგენს ყველა აუცილებელი ამინომჟავების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროს, მათ შორის არის არის BCAA.
Iso Whey Prozero შემუშავებულია სპორტსმენების ყველაზე მკაცრი დიეტური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად, თითქმის არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს შაქარს გლუტენს!
ცილები და ამინომჟავები, განსაკუთრებით BCAA, აუცილებელია კუნთების ზრდისა და აღდგენისთვის. სწორედ ამიტომ Iso Whey Prozero შეიცავს Digezyme® საჭმლის მომნელებელი ფერმენტების კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს ცილების სწრაფად და ეფექტურად დაშლას ბიოლოგიურად მისაღებ ფორმაში. ცილის ათვისების კლინიკურ კვლევაში, ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ შრატის პროტეინს Digezyme®-თან ერთად, ჰქონდათ ამინომჟავების საშუალოდ 20%-ით უკეთესი შეწოვა ვიდრე მხოლოდ ცალკე შრატის პროტეინს.
Iso Whey Prozero შესაფერისია დაბალი ნახშირწყლების დიეტებისთვის და ცილის მაღალი შემცველობის გამო, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც დიეტაში მეტი ცილაა საჭირო. პროდუქტი გამდიდრებულია ამინომჟავით L-გლუტამინით და ვიტამინი B6-ით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოებას და დაღლილობის შემცირებას.
Iso Whey Prozero-ს უპირატესობები:
- 84% ცილა
- 100% შრატის პროტეინის იზოლატი (WPI)
- 21 გრ ცილა თითო დოზაზე
- 4.7 გ BCAA თითო პორციაზე
- გამდიდრებულია L-გლუტამინით
- გამდიდრებულია B6 ვიტამინით
- ლაქტოზის ძალიან დაბალი შემცველობა
- არ შეიცავს გლუტენს
- არ შეიცავს შაქარს
- გამოირჩევა შესანიშნავი არომატით.
მიღების წესი: 25 გ (1 და 2/3 კოვზი) გახსენით 200 მლ წყალში. თქვენი ყოველდღიური ცილის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღეთ 1-2 პორცია ყოველდღიურად. მიღების ოპტიმალური დრო - დილით გაღვიძებისთანავე, ვარჯიშის დასრულებისთანავე, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის შუალედებში.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.