აღწერა
NOW ვიტამინი D-3 2000 სე (IU) - ვიტამინი D3 მონაწილეობს ფოსფორ-კალციუმის მეტაბოლიზმსა და ძვლის მინერალიზაციაში. ის ასტიმულირებს კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფატების შეწოვას, რომლებიც აუცილებელია მრავალი ორგანოსა და სისტემისთვის. ვიტამინი D3 ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ დონეს ორგანიზმში და ზემოქმედებს ნაწლავის, კუნთების და თირკმელების უჯრედებზე. აუმჯობესებს იმუნიტეტს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ხელს უშლის კუნთების სისუსტეს და ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზებას. ის გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე და არტერიული წნევის დონეზე და ასევე ემსახურება კიბოს პრევენციას.
ვიტამინი D-3 ბუნებაში გვხვდება ზღვის პროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ასევე სინთეზირდება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედებით. თუმცა, მზის გამოსხივება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ამიტომ სასურველია ვიტამინი D3 მიიღოთ საკვებიდან ან დანამატებიდან.
NOW Vitamin D3-ის ძირითადი თვისებები და უპირატესობები:
- შეიცავს D3 ვიტამინის მაღალ დოზას (2000 IU თვითოეულ კაფსულაში)
- აძლიერებს ძვლებს, იმუნიტეტს, ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს;
- ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს;
- ემსახურება კიბოს პრევენციას;
- ხელს უწყობს ფოსფორისა და კალციუმის შეწოვას;
- მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილებისა და ძვლებისთვის;
- აუცილებელია კუნთების სწორი ფუნქციონირებისთვის;
- აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას;
- ამცირებს ტრავმის ალბათობას;
- სწრაფად შეიწოვება რბილი კაფსულების სახით.
მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის დროს, რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.