EAA Mega Strong Powder

115.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Nutrend
  • არომატი: ფორთოხალი-მანგო ხილის კოქტეილი
  • მოცულობა: 300.00 გრამი
  • პორცია: 25

  • EAA Mega Strong Powder

აღწერა

EAA MEGA STRONG POWDER - 9 შეუცვლელი ამინომჟავის ნაზავი, გამდიდრებული ვიტამინებით, თუთიით და მწვანე ჩაის ექსტრაქტით. კომპლექსი სპეციალურად შექმნილია კუნთების მაქსიმალური აღდგენისთვის და ვარჯიშის დროს დაღლილობის შესამცირებლად, ასევე ნერვული სისტემის ოპტიმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. თითოეული პორცია შეიცავს 8 გრამ უმნიშვნელოვანეს ამინომჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით.

სპორტსმენები ხშირად იღებენ EAA-ს, რადგან ის უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენით პროცესს ვარჯიშის შემდეგ. ეს ამინომჟავები წარმოადგენს საშენ მასალებს ცილებისთვის, მათ უწოდებენ შეუცვლელ ამინომჟავებს, რადგან სხეულს მათი გამომუშავება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მიღება საკვები დანამატის სახით. პროდუქტში სრული რაოდენობით არის წარმოდგენილი BCAA: ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი. ეს ამინომჟავები აუცილებელია არა მხოლოდ ცილის სინთეზისათვის, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებისათვისაც, ისინი უზრუნველყოფენ ქსოვილების ზრდასა და აღდგენას.

EAA MEGA STRONG POWDER ამინომჟავების ნაკრები გამდიდრებულია ვიტამინებით B6 და B12, რაც ხელს უწყობს ცილის და გლიკოგენის მეტაბოლიზმს. დამატებული აქვს ვიტამინი D კუნთებისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პროდუქტი ასევე გამდიდრებულია თუთიით, რომელიც, ხელს უწყობს ცილის სინთეზს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი და ვიტამინი B12 გამოიყენება დაღლილობის შესამცირებლად.

 

EAA MEGA STRONG POWDER-ის უპირატესობები:

  • 8000 მგ EAA თითო პორციაზე
  • აერთიანებს 9 შეუცვლელი ამინომჟავის კომპლექსს;
  • შეიცავს ვიტამინებს B6 და B12-ს;
  • შეიცავს ვიტამინ D-ს
  • დამატებული აქვს თუთია და მწვანე ჩაის ექსტრაქტი
  • წარმოდგენილია ფხვნილის ფორმით, სწრაფი ათვისებისთვის;
  • იდეალური ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დასრულებისთანავე მისაღებად;
  • ზრდის მშრალი კუნთის მასას;
  • ზრდის ძალასა და გამძლეობას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • იდეალური ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს;

 

 

 

 

მიღების წესი: გახსენით 12 გ (დაახლოებით 1/3 კოვზი) 350 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის დასრულებისთანავე. შერევის შემდეგ სასმელში შესამჩნევია გაუხსნელი ნაწილაკები, რაც პროდუქტის ბუნებრივი თვისებაა.

გაფრთხილება: არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის. არ მიიღოთ უზმოზზე, მშიერ კუჭზე. მწვანე ჩაის შემცველ სხვა პროდუქტებთან ერთად მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ.-ს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.