აღწერა
BioTech USA Multivitamin for Women - მულტივიტამინური და ანტიოქსიდანტური კომპლექსი ქალებისთვის.
- 12 სახის ვიტამინით
- 11 სახის მინერალებით
- 7 სახის ანტიოქსიდანტებით
- 7 სახის მცენარეული ექსტრაქტით და სპირულინას ფხვნილით
- ლაქტოზას გარეშე
მულტივიტამინი ქალებისთვის (Multivitamin for Women) 12 ტიპის ვიტამინებით და 11 სახის მინერალებით არის შესანიშნავი არჩევანი თქვენთვის თუ ცხოვრობთ აქტიური ცხოვრების წესით და იცავთ დაბალანსებულ დიეტას, ამასთან ერთად გსურთ დამატებით მიაწოდოთ ყველა საჭირო მინერალი და ვიტამინი თქვენს სხეულს.
ენერგია - პროდუქტი შეიცავს ნიაცინს (ვიტამინი B3), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ვიტამინ B6, ვიტამინ B12, თიამინი (ვიტამინი B1), ბიოტინი (ვიტამინი B7), პანტოტენის მჟავა, ვიტამინი C, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი და იოდი. ყველა მათგანი ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას. გარდა ამისა, ნიაცინი, რიბოფლავინი, პანტოტენინის მჟავა, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B6, ვიტამინი B12, მაგნიუმი და რკინა ასევე ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლილობის შემცირებას.
ძვლები - პროდუქტში C ვიტამინის შემცველობა ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს ჩვენი ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას D ვიტამინის, კალციუმის, თუთიის, მანგანუმის და მაგნიუმის შემცველობასთან ერთად.
კუნთები - პროდუქტში კალციუმის და მაგნიუმის შემცველობა ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ მუშაობას, ხოლო D ვიტამინი ხელს უწყობს კუნთების ჯანსაღი ფუნქციების შენარჩუნებას.
იმუნური სისტემა - გარდა ფოლიუმის მჟავისა, ვიტამინი A, ვიტამინი D, ვიტამინი C, ვიტამინი B6, ვიტამინი B12, თუთია, რკინა და სელენი ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ანტიოქსიდანტური ეფექტი - ვიტამინი C, ვიტამინი E, რიბოფლავინი (ვიტამინი B2), თუთია, მანგანუმი, სპილენძი და სელენი მონაწილეობს უჯრედების დაცვაში ოქსიდაციური სტრესისგან.
მიღების წესი: მიიღეთ 2 აბი დღეში ჭამის დროს, ჭიქა წყალთან ერთად. არ უნდა მიირთვათ უზმოზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატები არ ცვლის დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს!