აღწერა
რკინა (Iron) წარმოადგენს ცილა ჰემოგლობინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში. რკინა - ეს არის მიკროელემენტი, რომელიც საჭიროა მრავალი მეტაბოლური პროცესისთვის. ის ასევე ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
Nutriversum-ის რკინა მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში, ხელს უწყობს დაღლილობის და გადაღლილობის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ორგანიზმში ჟანგბადის ნორმალურ ტრანსპორტირებას, სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას, ნორმალურ ენერგომომპოვებელ მეტაბოლიზმს და კოგნიტურ ფუნქციას.
Nutriversum-ის რკინა (Iron) წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას. ის შეიცავს ამ უნიკალურ მიკროელემენტს იმ დოზით (NRV 214%), რომ მისი ყოველდღიური მოხმარება უზრუნველყოფს ორგანიზმში რკინის დეფიციტის შევსებას.
Nutriversum Iron-ის დადებითი თვისებები და მახასიათებლები:
- გამოირჩევა რკინის მაღალი შემცველობით
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა
- აწესრიგებს ნერვულ სისტემას
- ხელს უწყობს ჯანსაღი ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას
- ფლობს GMP სერთიფიკატს
- არ შეიცავს შაქარს, გლუტენსა და სოიოს.
მიღების წესი: მიიღეთ ერთი პორცია (1 აბი) ყოველდღიურად ერთ-ერთ კვებასთან ერთად დიდი რაოდენობით სითხით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.