აღწერა
BioTech USA Zinc Duo - თუთიის ბისგლიცინატი და თუთიის გლუკონატი
BioTech USA Zinc Duo არის მაღალი ხარისხის თუთიის დანამატი აბების ფორმით, რომელიც შეიცავს ორგანული თუთიის ორ ფორმას - თუთიის ბისგლიცინატს და თუთიის გლუკონატს. თუთიის ეს ფორმები შექმნილია ორგანიზმში ოპტიმალური შეწოვისა და ბიოშეღწევადობის უზრუნველსაყოფად.
თუთიის გლუკონატის ნაერთი თუთიის ერთ-ერთი ორგანული ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს ელემენტარული თუთიის საკმარის რაოდენობას. თუთიის ბისგლიცინატის ხელატირებული ფორმა ქმნის ორგანულ კომპლექსს ამინომჟავებთან, რომელიც უფრო ადვილად შეიწოვება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ, რითაც მაქსიმალურად იზრდება დანამატის ეფექტურობა.
BioTech USA Zinc Duo-ს უპირატესობები:
- თითო აბი შეიცავს 25 მგ. თუთიას
- შეიცავს ორგანულ თუთიის 2 ტიპს
- მონაწილეობს მაკროელემენტებისა და ცხიმოვანი მჟავების ნორმალურ მეტაბოლიზმში
- დიდ როლს თამაშობს ცილის ნორმალურ სინთეზში
- ხელს უწყობს ნორმალური ნაყოფიერებისა და რეპროდუქციის შენარჩუნებას
- ხელს უწყობს ჯანსაღი თმის, ფრჩხილებისა და კანის შენარჩუნებას
- ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან
- ხელს უწყობს სისხლში ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას
- ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას.
მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გაფრთხილება: მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.