Biotin Maximum Strength 10.000

53.00b

მარაგშია


  • მწარმოებელი: Haya Labs
  • მოცულობა: 100.00 აბი
  • პორცია: 100

  • Biotin Maximum Strength 10.000

აღწერა

Biotin – ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას "H" და " სილამაზის ვიტამინსაც" უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ორგანიზმში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები დანამატის სახით.

ბიოტინის როლი ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში ძალიან დიდია: ის მონაწილეობს ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსების ფორმირებაში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას, აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისთვის.

ბიოტინი არის კარგი დამხმარე კანის ჯანმრთელობისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში. ამცირებს კუნთების ტკივილს, ანელებს დაბერების და ჭაღარა თმის გაჩენის პროცესს.

ბიოტინის მოთხოვნილება იზრდება ორგანიზმზე სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად: გენეტიკური განწყობა ბიოტინის დეფიციტის მიმართ, ანტიბიოტიკების, ალკოჰოლის და ნარკოტიკის ჭარბი მოხმარება. როდესაც არ არის საკმარისი ბიოტინი ორგანიზმში, ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები, მათ შორის სებორეა - დარღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებაში, თმის გათხელება ან ცვენა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, ხშირ შემთხევვაში ჩნდება ქერტლი, კანი ხდება ფერმკრთალი, თმები და ფრჩხილები კარგავენ სილამაზეს და ბზინვარებას, თხელდებიან, ხდებიან მტვრევადი და უფერულნი.

 

ორგანიზმში ბიოტინის ნაკლებობის ნიშნებია:

  • თმის ცვენა
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • დაღლილობა
  • კანის სიმშრალე
  • ტკივილი კუნთებში
  • გულისრევა და პირღებინება
  • დეპრესია
  • ენის და ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები
  • შეიძლება გამოიწვიოს ანემია, გიპოტონია, ქოლესტერინისა და შაქრის დონის მატება სისხლში.

 

კომპანია Haya Labs-ის Biotin (ბიოტინი) ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას, ჭარბი წონის კლებას და ასრულებს მნიშვნელოვან როლს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილების სტრუქტურას, უბრუნებს მათ ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას.

 

Haya Labs Biotin-ის უპირატესობები:

  • თვითოეული აბი შეიცავს 10,000 მკგ. ბიოთინს
  • აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას და ელასტიურობას
  • მონაწილეობს შაქრის დონის რეგულაციაში
  • ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას
  • ნორმაში მოყავს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
  • აუმჯობესებს C ვიტამინის ათვისებას
  • ხელს უწყობს ორგანიზმის ნრმალურ ფუნქციონირებას
  • ხელს უშლის ჭაღარა თმის ფორმირებას.

 

 

 

მიღების წესი: მიიღეთ 1 აბი ჭამის დროს

გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მოარიდეთ მზის სინათლეს

 

პორცია: 1 აბი