აღწერა
Liquid Vitamin D-3 - საკვები დანამატი D ვიტამინის მაღალი კონცენტრაციით, მოსახერხებელი თხევადი ფორმით სწრაფი აღტვისების უნარით.
თხევადი ვიტამინი D-3 ფორმულა გამოირჩევა ორგანიზმში სწრაფი შეწოვის უნარით. ის შეიცავს უაღრესად მაღალი ხარისხის ვიტამინ D-3-ს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ძვლებისა და კანის ჯანმრთელობაზე. ის დამატებით ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ზრდის კალციუმის დონეს სისხლში. იგი ცნობილია სახელწოდებით „მზის ვიტამინი“, რადგან ის ორგანიზმში მზის სხივების მოქმედებით ყალიბდება. ამიტომ, ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები დანამატების საშუალებით.
Liquid Vitamin D-3-ის უპირატესობები:
- თხევადი ფორმა გაცილებით უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში
- ინარჩუნებს კანის ჯანსაღ მდგომარეობას
- სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის
- გამოიყენება ბავშვებისთვის
- მნიშვნელოვანია ძვლის განვითარებისთვის
- უზრუნველყოფს საჭირო დღიურ დოზას.
მიღების წესი: მიიღეთ 1 წვეთი, მაქსიმუმ 5-ჯერ დღეში.
გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
პორცია: 1 წვეთი